ზვიად ბახუტაშვილმა ისაუბრა ყველა იმ უახლეს მეთოდზე, რომლებიც დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება კარდიოქირურგიული ჩარევებისას და ამომწურავად გასცა პასუხი სტუდენტების დასმულ ყველა შეკითხვას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლექციაზე დასწრება თავისუფალია და მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) აქტიურად ცდილობს მიიღოს მონაწილეობა სამედიცინო განათლების დონის ამაღლებაში და სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტებს. დიდი ინტერესის გამო მსგავსი პროექტები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
