პულმონური რეაბილიტაცია:  რეაბილიტოლოგები ბირმინგემის უნივერსიტეტიდან

პულმონური რეაბილიტაცია: რეაბილიტოლოგები ბირმინგემის უნივერსიტეტიდან

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მკვლევართა გუნდი ბირმინგემის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ახალ კვლევას "Breathe Well” ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებისთვის.


რატომ ეს კვლევა? ფქოდი არის ფილტვებზე მოქმედი ხანგრძლივი, მაინვალიდებელი მდგომარეობა, ის ასოცირებულია რიგ სიმპტომებთან. პულმონური რეაბილიტაცია, ვარჯიშის და შემეცნებითი პროგრამა, გამოიყენება ბევრ ქვეყანაში ფქოდის მქონე პაციენტებში, რათა მათ თავი უკეთ იგრძნონ.


პულმონური რეაბილიტაცია არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, გვსურს გავარკვიოთ რა სახით იქნება მართებული ამ პროგრამის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.


ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პულმონარული რეაბილიტაციის გავლა ამცირებს დაავადების გამწვავებებს, რეჰოსპიტალიზაციას და ამცირებს სიკვდილიანობას. [Puhan 2016]





დაგვიმეგობრდით

trance