რა არის ECMO? ცენტრში კიდევ ერთი სიახლის დანერგვა იგეგმება

რა არის ECMO? ცენტრში კიდევ ერთი სიახლის დანერგვა იგეგმება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა  უკვე მრავალი ინოვაციური მკურნალობის მეთოდი დანერგა საქართველოში, რაც უწყვეტ პროცესად იქცა და რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ცენტრის დიდი წარმატება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.


ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტი ახლო მომავალში ეტაპობრივად განიხილავს რეფრაქტერული გულის უკმარისობიან პაციენტთა ქირურგიულ მკურნალობას.

პირველ ეტაპზე დღის წესრიგში დგას ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენატორის (ECMO) ფართო დანერგვას გულის, ფილტვის და გულ-ფილტვის მწვავე უკმარესობიან პაციენტების მკურნალობისთვის.


ცენტრის კარდიოქირურგმა ლაშა ბასილაძემ და ანესთეზიოლოგმა ლაშა თაბაგარმა, ბელგიაში ქ. ლუვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ECMO/ECLS ტრენინგი უკვე გაიარეს.


თემის აქტუალობიდან გამომდინარე Medtronic-თან  თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მოხდეს ცენტრის სათანადო აპარატურით აღჭურვა და კადრების გადამზადება.

დაგვიმეგობრდით

trance