2019 წლიდან: კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან

2019 წლიდან: კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში, ბად კროცინგენის გულის ცენტრში  ქართულ-გერმანული საზოგადოების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების თავმჯდომარე გროტსი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბად-კროცინგენის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორი - პროფესორი ნოიმანი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ა. ჯორბენაძე, აღმასრულებელი დირექტორი რ. ჯორბენაძე და ადმინისტრაციული დირექტორი ი. ჯორბენაძე.


შეხვედრაზე პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები განიხილეს, რაც გულისხმობს როგორც უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და გულსისხლძარღვთა ქირურგიაში, ასევე ფრაიბურგის უნივერსიტეტისა და ბად-კროცინგენის გულის ცენტრში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

აღნიშნული საკითხები ცენტრებს შორის 25 წლიანი პარტნიორობის ძირითადი მიზნები გახლავთ და ამ ხნის განმავლობაში პერმამენტულად ხორციელდებოდა.

შეხვედრაზე გერმანელების მხრიდან კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ეტაპებით დატვირთული ხანგრძლივი პარტნიორობის პირობებში, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ევროპის წამყვან კარდიოლოგიის ცენტრებს შორის იკავებს ღირსეულ ადგილს.

დაგვიმეგობრდით

trance