ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება EndoPAT2000-ით!

ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება EndoPAT2000-ით!

ენდოთელიუმის დისფუნქცია ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. იგი აღიარებულია ათეროსკლეროზული პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორად. ენდოთელიუმის დისფუნქცია  განიხილება, როგორც გულის კორონარული დაავადების რისკის ფაქტორთა რისკი.

EndoPAT-ის საშუალებით ხდება მიკროვასკულური ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (მიკროვასკულური იშემიის დიაგნოსტირება), რაც დაფუძნებულია რეაქტიული ჰიპერემიის პრინციპზე. კვლევას საფუძვლად უდევს პლეტიზმოგრაფიული მეთოდი.

EndoPAT- ის ტექნოლოგია თითის ბალიშზე პერიფერიული არტერიული ტონომეტრის სიგნალის გაზომვით იძლევა საშუალებას არტერიის მოცულობის მოპულსირე ცვლილების შეფასებისა. აპარატის მიერ ავტომატურად გამოითვლება რეაქტიული ჰიპერემიის პერიფერიული არტერიული ტონომეტრიის (RH-PAT) ინდექსი, რომლის საშუალებითაც ხდება ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება.

 

EndoPAT-ის გამოყენება შესაძლებელია:

  • კარდიოლოგიაში
  • ანდროლოგიაში
  • ანგიოლოგიაში
  • ენდოკრინოლოგიაში
  • ნევროლოგიაში
  • ენდოთელის ფუნქციაზე მოქმედი ფარმაკოლოგიური პრეპარატების შეფასების მიზნით
  • და ა.შ.

კარდიოლოგია:

  • კარდიალური სინდორმი X-ის დიაგნოსტირება (მიკროვასკულური იშემიის დიაგნოსტირება), პაციენტებში კორონაროგრაფიულად დიაგნოსტირებული ინტაქტური კორონარებით;
  • პირველადი პრევენცია-პაციენტები პირველად გამოვლენილი  გულის ტკივილით;
  • კარდიოვასკულური რისკის სტრატიფიკაცია პაციენტებში გულის უკმარისობით;
  • კორონარული სტენტირების შემდგომ ახლო მომავალში მაღალი რისკის პაციენტების გამოვლენა;
  • ქალებში მკერდის ტკივილით გულის კორონარული დაავადების დიაგნოსტირება.

ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება EndoPAT-ით მაღალი რისკის პაციენტებში ახლო მომავალში  იძლევა  გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროგნოზს, თუნდაც ოპტიმალური მედიკამენტოზური მკურნალობისა და რევასკულარიზაციის შემდგომ.

ანდროლოგია:

  • არტერიოგენული ერექტიული დისფუნქციის დიაგნოსტირება

ერექტიული დისფუნქციის პათოგენეზს ავადმყოფთა უმრავლესობაში საფუძვლად უდევს არტერიოგენული დარღვევები.

არტერიოგენული ერექტიული დისფუნქცია წარმოადგენს სისხლძარღვების არა ორგანული, არამედ ფუნქციური დარღვევის-ენდოთელიუმის დისფუნქციის შედეგს. 

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ერექტიული დისფუნქციით დაავადებულ მამაკაცთა 15-20%-ს აქვს კორონარული სისხლძარღვების კლინიკურად გამოუვლენელი ათეროსკლეროზი. მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს ერექტრიული დისფუნქციის შესწავლა, როგორც გულ-სისხლძარღვთა საშიში დაავადების ადრეული ნიშნის.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ არტერიოგენული ერექტიული დისფუნქციის ტიპიური სურათი განხილულ უნდა იქნას კარდიოლოგის კონსულტაციის საკითხი.

ერექტიული დისფუნქციის შემთხვევაში ენდოთელიუმის დისფუნქციის შეფასება საშუალებას მოგვცემს არჩევანი გავაკეთოთ განსაზღვრული თერაპიული მიდგომის სასარგებლოდ (ფუნქციურ თუ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე ზემოქმედება). 

 

ანგიოლოგია:

რეინოს დაავადება/ რეინოს  სინდრომი

(დიაგნოსტირების ერთ-ერთი მეთოდი პლეტიზმოგრაფიაა)

 

EndoPAT2000-ის უპირატესობანი:

  • არაინვაზიური
  • სწრაფი კვლევა (15 წუთი)
  • მაღალმგრძნობიარეა
  • ავტომატური ანალიზი
  • გამოიყენება როგორც კლინიკური, ასევე სამეცნიერო კვლევებისას
  • სიზუსტე  და სანდოობა
  • დამტკიცებულია მარგულირებელი სააგენტოების მიერ:
  • FDA(აშშ რეგულირება)
  • CE  (ევროპის  რეგულირება)
  • SHONIN (იაპონიის რეგულირება)
  • CFDA  (ჩინეთის რეგულირება)
  • PMDA (იაპონიის რეგულირება)
  • CSA (კანადის რეგულირება)

ყოველწლიურად 40-მდე ქვეყანაში ტარდება ათასობით ტესტი. მას ასევე იყენებენ მულტიცენტრული კვლევების დროს, მაგალითად ისეთი როგორიცაა Framingham Heart Study.

დაბეჭდილია დაახლოებით 400-მდე სტატია და აბსტრაქტი რეცენზირებად ჟურნალებში.

მსოფლიო მაშტაბით EndoPAT-ით ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება ფართოდაა აღიარებული, როგორც სტანდარტული კვლევის მეთოდი.


შეგახსენებთ, რომ ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება აპარატ EndoPAT2000-ით ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენთან, ჩაფიძის გულის ცენტრშია შესაძლებელია

დაგვიმეგობრდით