პაციენტების შენიშვნების შესწავლა

პაციენტების შენიშვნების შესწავლა

პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2016 წლიდან დაინერგა პაციენტების კმაყოფილების შემსწავლელი ერთ-ერთი მექანიზმი - "შენიშვნების ყუთი“. მისი მეშვეობითაც პაციენტებს კონფიდენციალურობის დაცვით შესაძლებლობა აქვთ გამოხატონ  თავიანთი დამოკიდებულება და კმაყოფილება კლინიკაში მიღებული სამედიცინო მომსახურებით, სამედიცინო პერსონალით, კლინიკის ინფრასტრუქტურით. ცენტრის ხარისხის მართვის სამსახურმა შეაჯამა 2018 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში პაციენტების მიერ გამოხატული შენიშვნების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ პერიოდში 192 რესპოდენტმა გასცა პასუხი სპეციალურ ნახევრადსტრუქტურირებულ კითხვარს. კითხვარი მოიცავდა სამ დახურულ კითხვას, თითოეული სამ სავარაუდო პასუხს. რესპოდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ თავიანთი შენიშვნები და რჩევები კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო და დამხმარე პერსონალის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის შესახებ.

იხილეთ კვლევის შედეგების სრული ტექსტი: შენიშვნები [144,75 Kb]  



თენგიზ ვერულავა
ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მედიცინის აკადემიური დოქტორ

დაგვიმეგობრდით

trance