მორიგი საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მორიგი საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

შაბათს, 2 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, კარდიოლოგიური პროფილის კვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები) სრულიად უფასოდ ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყვების 150-მდე ბენეფიციარს. იმ პირებს, კი ვისაც გულის პათოლოგიები გამოუვლინდათ, ჩაფიძის გულის doppelpenetration.com ცენტრში გააგრძელებენ სტაციონარულ მკურნალობას. 

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

დაგვიმეგობრდით

trance