პარტნიორობა „გლობალური ჯანმრთელობა“

პარტნიორობა „გლობალური ჯანმრთელობა“

პნევმოლოგიის ამბულატორიული დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს "გლობალური ჯანმრთელობის პარტნიორობის“ დაფინანსებულ პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების შესახებ, არსებული ან ახალი პარტნიორული პროექტების პრომოცია მსოფლიო დონეზე.  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ფოკუსირება მოხდება "საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევენციასა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაზე.“

საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევენციისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესება 

აღნიშნული პროექტი გააღრმავებს ბერლინის Charité საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიის ამბულატორიული დეპარტამენტის, თბილისის ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიური დეპარტამენტისა და საქართველოს რესპირატორულ ასოციაციას შორის  პარტნიორულ ურთიერთობებს. Charité, როგორც ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში, უმასპინძლებს და განახორციელებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით,  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების მკურნალობას.

საქართველო წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პატარა ქვეყანას, სადაც დიდ ტვირთად მოიაზრება ქრონიკული რესპირატორული დაავადებები. გარდა ამისა, ბევრი ექიმი არ არის მომზადებული და აღჭურვილი, რათა მოახდინოს შესაბამისი/სწორი დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩაფიძის ცენტრი წარმოადგენს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ბაზას. აქედან გამომდინარე,  აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ასთმის ადრეულ გამოვლენას, არსებულ და მომავალ კლინიცისტებს შორის გაზიარებული ცოდნის საშუალებით. პროექტი დაიწყება ჩაფიძის ცენტრსა და Charité შორის შეხვედრებით, რათა მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამების არსებული სტანდარტების შეფასება. ამის შემდეგ Charité პნევმოლოგები საქართველოში ჩაატარებენ  სამუშაო სესიებს ე.წ. "ვორქშოპებს“  პრაქტიკოსი მედიკოსებისთვის, საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. აღნიშნული პარტნიორობა განხორციელდება საქართველოს რესპირატორულ ასოციაციასთან კოლაბორაციაში, რომელსაც ჰყავს 1050 აქტიური წევრი, 10 რეგიონული მიმართულება და აწარმოებს კვარტარულ პუბლიკაციებს საქართველოს რესპირაციულ ჟურნალში.

დაგვიმეგობრდით

trance