სასერთიფიკატო კურსი

სასერთიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" 9 მარტს დაიწყება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი".


კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი".


  • კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;

  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;

  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.

  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა

  • ადამიანური რესურსების მართვა

  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა

  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • ჯანდაცვის მარკეტინგი

  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;

  • საექთნო საქმე;

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.

  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
    ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.

  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;

  • ქეისების განხილვა;

  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

პროგრამა აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

დაწყების თარიღი: 9 მარტი
დასრულების თარიღი: 24 მარტი


კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://chapidze.ge/aboutus/269--.html

დაგვიმეგობრდით

trance