საქველმოქმედო აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახმეტის რაიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის კვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) სრულიად უფასოდ ჩაატარეს.

მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 90- მდე ბენეფიციარს.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.

დაგვიმეგობრდით

trance