ენდოთელიუმის   ფუნქციის   გამოკვლევა   არაინვაზიური   მეთოდით (აპარატ  EndoPAT2000-ით)

ენდოთელიუმის ფუნქციის გამოკვლევა არაინვაზიური მეთოდით (აპარატ EndoPAT2000-ით)

2019 წლის 23 თებერვალს  აკად გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გაიმართა პრეზენტაცია:


ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება აპარატ EndoPAT2000-
ით

მომხსენებელი ელენე შენგელია
კარდიოლოგი, მედიცინის აკად. დოქტორი. საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი

ენდოთელიალური და ერექტიული დისფუნქცია. ერთი მედლის ორი მხარე.

მომხსენებელი ალექსანდრე ხელაია
უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს  უროლოგიის  ასოციაციის  ანდროლოგიის სექციის თანათავმჯდომარე.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა აღნიშნული თანამედროვე გამოკვლევის დანერგვას.


ესწრებოდნენ:

 

პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

აკად. გია სულაქველიძე ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი; ქ. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო;

ვიქტორ (კობა)  კუსიანი იურისტი, საერთაშორისო ევრო-აზიური ალიანსის ხელმძღვანელი;


ასევე, საქართველოს ცნობილი ანდროლოგები და უროლოგები, მათ შორის:


პროფ. დავით ქოჩიაშვილი - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღანელი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა  გიდმედის კლინიკური დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-უროლოგი;

პაატა სოფრომაძე ექიმი სექსოლოგი, ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური კლინიკა;

ლევან კობალაძე მედიცინის დოქტორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი 

შოთა ნიშნიანიძე კლინიკა  IN VITRO-ს რეპროდუქტოლოგი, ანდროლოგი

და სხვა..

დაგვიმეგობრდით

trance