პაციენტმა ჯანდაცვის მინისტრს ცენტრის 20-მდე თანამშრომლის დაჯილდოების თხოვნით წერილობით მიმართა

პაციენტმა ჯანდაცვის მინისტრს ცენტრის 20-მდე თანამშრომლის დაჯილდოების თხოვნით წერილობით მიმართა

2019 წლის 6 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოქალაქე აპოლონ გადელიას განცხადება გამოგვიგზავნა, რომელშიც აღწერილია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მწვავე ინფარქტის დიაგნოზით მკურნალობის პერიოდი და თხოვნა, ცენტრის 20-მდე თანამშრომლის დაჯილდოებას შესახებ.


განცხადება დაწერილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბ-ნი დავით სერგეენკოს სახელზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ბ-ნო დავით,

გაცნობებთ, რომ 2019 წლის პირველ თებერვალს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადამიყვანა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, მწვავე ინფარქტის დიაგნოზით, მომათავსეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. მომსახურება გამიწია ყველამ, დიდმა და პატარამ. დავიწყებ ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარით (ბ-ნი ა. ჯორბენაძე) აღმასრულებელი დირექტორი (ბ-ნი რ. ჯორბენაძე) სამედიცინო დირექტორი (ბ-ნი ზ. ლაზარაშვილი) გადაუდებელი დახმარების კარდიოლოგი (ნ. ქურიძე), ამავე განყოფილების უმცროსი ექიმი (ბ. რუხაძე) და ექთნები (ფ. უმფრიანი, მ. ლატინინი, რ. მსხილაძე, თ. თავბერიძე, ლ. ხოხონიშვილი), რომლებიც ყოველ 10 წუთში ამოწმებდნენ და მესაუბრებოდნენ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის.

იმავე დილით 05:50-ზე გამიკეთდა კორონაროგრაფია.  11:00-ზე გადამიყვანეს პალატაში, სადაც გამიგრძელდა მკურნალობა,  სადაც ასევე ძალიან კვალიფიციური ექიმები მიწევდნენ კონსულტაციას, ქირუგიისა და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელები  (ბ-ნი ზ. ბახუტაშილი, ბ-ნი ალექსანდრე ალადაშვილი),  კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ს. უნგიაძე) , კარდიოლოგები (თამარ ალუღიშვილი, ნონა მაისურაძე), ექთანი (ელიკო გამისონია) ენდოკრინოლოგი (მედეა ამაშუკელი)

 

ბ-ნო მინისტრო,


მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე, პროფესიონალი უფლებადამცველი, პატივს ვცემ თითოეულ ღირსეულ პროფესიონალ ადამიანს, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი, ამიტომ, ვკადნიერდები და თავს უფლებას ვაძლევ თქვენ მოგმართოთ წერილით ამ ადამიანების შრომის მოყვარეობისა და კეთილსინდისიერების შესახებ.


გთხოვთ, იმსჯელოთ მათთვის მადლობის სიგელების გადასაცემად. ზემოთ დასახელებული პირები იმსახურებენ წახალისებას.

 

აპოლონ გადელია,
სსიპ საქართველოს ადმოკატთა ასოციაციის წევრი
იურიდიულ მეციერებათა დოქტორი
ა/ო "სამართლიანობის აღდგენისათვის“ თავდჯომარე

 

22 თებერვალი, 2019 წელი

დაგვიმეგობრდით

trance