III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის აქტუალური საკითხები

III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის აქტუალური საკითხები

2019 წლის 2 ნოემბერს გაიმართება III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის აქტუალური საკითხები“.


კონფერენცია ორგანიზებულია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ.


მოხსენებები შეიძლება ეძღვნებოდეს კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს.

მედიცინის მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ პირადი გამოცდილება და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე. კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ცნობილი მეცნიერების პლენარულ მოხსენებას და კომიტეტის მიერ შერჩეულ ზეპირ მოხსენებებს, ხოლო საულეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში.

კონფერენციის მიზანია კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების გააქტიურება და ახალგაზრდა მკვლევრების წახალისება. კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი

აბსტრაქტი მიიღება ელექტრონულ მისამართზე: tengiz.verulava@gmail.com 

აბსტრაქტის სტრუქტურა

  • ნაშრომის არსი
  • საკითხის აქტუალობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • მოსალოდნელი შედეგები
  • მოცულობა 300-500 სიტყვა

მოხსენება – 15 წუთი

დისკუსია - 5 წუთი.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში. ნაშრომი უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისა (შრიფტი - ქართული უნიკოდი (Sylfaen), შრიფტის ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორება - 1; ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1,5, ზემოთ და ქვემოთ - 2,5). ნაშრომი უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას. ამ უკანასკნელის დამოწმებისას უნდა გამოიყენებოდეს APA-ს სტილი.

მოხსენების სტრუქტურა:

  • სათაური
  • აბსტრაქტი
  • საკითხის აქტუალობა
  • მეთოდოლოგია
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია  

მნიშვნელოვანი თარიღები:

5 მარტი - კონფერენციის გამოცხადება

30 სექტემბერი - აბსტრაქტის და ნაშრომების მიღების ბოლო თარიღი

21 ოქტომბერი - კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება

2 ნოემბერი კონფერენციის ჩატარების თარიღი


საკონტაქტო პირი:

თენგიზ ვერულავა

ელ ფოსტა: tengiz.verulava@gmail.com 

ტელეფონი: 577 28 48 49

დაგვიმეგობრდით

trance