აქცია ვეტერანებისთვის კასპის მუნიციპალიტეტში

აქცია ვეტერანებისთვის კასპის მუნიციპალიტეტში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კასპის რაიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი სამედიცინო პერსონალმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის კვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) სრულიად უფასოდჩაატარეს. 

მემორანდუმის ფარგლებში მომსახურება გაეწია უწყების 200- მდე ბენეფიციარს.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.

 



დაგვიმეგობრდით

trance