სასიამოვნო სიახლე ჩაფიძის გულის ცენტრში

სასიამოვნო სიახლე ჩაფიძის გულის ცენტრში

2019 წლის 15 მარტიდან  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმუშავებს ომბუდსმენი.


მისი ძირითადი საქმიანობა იქნება:


დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეისწავლოს პაციენტების, ვიზიტორების და ცენტრის თანამშრომლების კანონით განსაზღვრული უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტები, გაანალიზოს და არსებობის შემთხვევაში იმუშავოს მათი აღმოფხვრისთვის.


"ადამიანის უფლებების დასაცავად  სწრაფი რეაგირების მექანიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთი ევროპული სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებისთვის, როგორიც აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრია.  მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა  მომსახურების ხარისხის და პაციენტთა კმაყოფილების ზრდის პროცესს“ - აცხადებს ცენტრის ომბუდსმენი, ქ-ნი მარიკა აღდგომელაშვილი.

დაგვიმეგობრდით

trance