შეფასებები კასპის რ-ნიდან

შეფასებები კასპის რ-ნიდან

23 მარტს, კასპის რაიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, ცენტრის სამედიცინო პერსონალმა კარდიოლოგიური პროფილის სერვისები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები) სრულიად უფასოდ ჩაატარეს. 

მადლიერი პაციენტების მიერ ფოსტის საშუალებით გამოგზავნილმა წერილებმაც არ დააყოვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.



ქალბატონო გულნარა!

მოგესალმებით კასპიდან და მადლობას გიხდით კასპში 23 მარტს ჩატარებულ უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციაზე. ჩემნაირებმა, ვისაც გზის ფულიც კი გვიჭირს, ძალიან დიდი შეღავათი მივიღეთ.
გულისხმიერება კიდევ თქვენი ექიმებისა აღსანიშნავია განსაკუთრებით, ღიმილიანი შეხვედრა.
მადლობა თქვენ და მათ, ასევე ჩვენს თანამოქალაქე ზურაბ ნიპარიშვილს, თქვენს თანამშრომელს.
მე არ მრცხვენია და ყველა კასპელის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ერთად.

ჯულიეტა მუჩაშვილი
25 მარტი, 2019 წ.


ქალბატონო გულნარა!


თქვენმა კლინიკამ ჩაატარა უფასო გამოკვლევა კასპში. ეს იყო 23 მარტს. თქვენმა ექიმებმა დიდი გულისყურითა და მონდომებით გაგვსინჯეს. მათი ღიმილიანი სახეები არასდროს დაგვავიწყდება.
ის მომსახურება, რაშიც გზის ფულიანად 200-300 ლარი უნდა გადაგვეხადა, უფასოდ მივიღეთ.
უღრმესი მადლობა თვითოეულ ექიმს და თქვენ, ასეთი კარგი კოლექტივისთვის.
მადლობა კასპელ, თქვენ თანამშრომელ ზურაბ ნიპარიშვილს, ყველა გასინჯეს, არავინ გააბრუნეს სახლში, დაიღალნენ, მაგრამ არ იმჩნევდნენ, 200-300 კაცამდე იყო რიგში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

პატივისცემით,
ეთერი მერებაშვილი

დაგვიმეგობრდით

trance