მსოფლიო თამბაქოს გარეშე

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე აღინიშნა.

საქართველო უკვე მრავალი წელია უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მის პარტნიორებს და ყოველწლიურად, 31 მაისს აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day). ყოველწლიური კამპანია შესაძლებლობას შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება როგორც თამბაქოს მოწევის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზიანის მომტანი და სასიკვდილო გავლენის შესახებ.

2019 წელს ძირითადი თემაა "თამბაქო და ფილტვის დაავადებები“ თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1 მილიონი არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძეს,  ფილტვის ჯანმრთელობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა.


დაგვიმეგობრდით

trance