კიდევ ერთი უპრეცედენტო ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში

კიდევ ერთი უპრეცედენტო ოპერაცია ჩაფიძის გულის ცენტრში

2019 წლის 27 ივნისს, პაციენტ რუბენ ქართველიშვილს (60 წლის) აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს.


ვესაუბრებით ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს:


                                                                   პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი

                                                       
-ნო ზვიად, საქართველოში თუ მთლიანად ჩვენს რეგიონში ეს თქვენი პირველი ურთულესი ან უპრეცედენტო ოპერაცია ნამდვილად არ გახლავთ, თუ შეიძლება გვითხარით, რითი იყო ეს შემთხვევა გამორჩეული?


ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტმა 7000-ზე მეტ პაციენტს გავუკეთეთ ოპერაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ამ წლების განმავლობაში ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ერთი ოპერაციის დროს, ხუთზე მეტი მანიპულაცია ჩავუტარეთ: ორი კორონარული არტერიის შუნტირება, აორტის სარქვლის, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, მხარ-თავის ღეროს, მარცხენა საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის პროთეზირება. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციამ  სისხლის მიმოქცევის გაჩერების და ღრმა ჰიპოთერმიის გარეშე ჩაიარა, აქედან გამომდინარე, პაციენტი თავს მშვენივრად გრძნობს და პოსტოპერაციულ პერიოდს ჩვენს ქირურგიის სტაციონარში, მშვიდ ვითარებაში გადის.

 

პაციენტი რუბენ ქართველიშვილი, როგორც აღინიშნა, ქირურგიის სტაციონარში პოსტოპერაციულ მკურნალობს გადის. მან თავად გამოთქვა სურვილი, ჩვენთან საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა

მოხარული ვარ რომ საშუალება მაქვს, ცენტრის თანამშრომლებს მადლობა საჯაროდ გადავუხადო. თავს კარგად ვგრძნობ და ამაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვგულისხმობ, ის გარემო, სადაც ვარ, მეხმარება კიდევ უფრო გავიაზრო, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.  
ოპერაციამდე 9 წლის  განმავლობაში წამლებს ვსვამდი, გული დიდი ხანია მაწუხებს, თუმცა ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მაინც მიწაზე მუშაობას ვუთმობ. ეს ის საქმეა, რომელსაც თავს ვერ ვანებებ, მიყვარს.
იმ დღესაც, ყვავილებს ვრწყავდი. უეცრად თვალს დამიბნელდა, ავკანკალდი და გული წამივიდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა აქ მომიყვანა, აღმოჩნდა რომ საოპერაციო გახლდით.  არ შემშინებია, არც მინერვიულია, ერთადერთი გრძნობა რაც მქონდა, გადარჩენის სურვილი იყო.

 
მინდა უღრმესი მადლობა  გადავუხადო მომღიმარ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, განსაკუთრებით, ბ-ონ ზვიად ბახუტაშვილს, მან მე სიცოცხლე მაჩუქა.

ახლა ყველაზე მეტად მინდა, ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ვნახოთ, ექიმები რას მეტყვიან (იღიმის)

  
   

დაგვიმეგობრდით

trance