ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს და ამერიკულ-შვეიცარიულ კომპანია "ნოვარტისს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული მასშტაბური პროექტი გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ქვეყნებიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გულის უკმარისობის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების სწავლებას.

რამოდენიმე მათგანმა ასეთი უკუკავშირი მოგვცა:
"ყველაფერი ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე, განსაკუთრებით მომეწონა პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილის ლექცია, ჩვენ გვსმენია მასზე, ასევე კარდიოქირურგ ზვიად ბახუტაშვილზე, ვისურვებდი უფრო ხშირად ჩატარდეს მსგავსი ფორმატის ლექციები და დისკუსიები“
"საუბრები ადამიანებთან, რომლებიც არამხოლოდ პროფესიონალები არიან, არამედ აქვთ საკუთარი ხედვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ორმაგად პროდუქტიული და მნიშვნელოვანია. ასე რომ, მშვენიერი ინფრასტრუქტურა გაქვთ, მაგრამ თქვენი მთავარი ღირებულება - ეს გუნდია“
"აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. მიხარია, რომ ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და გისურვოთ კიდევ უფრო მეტი წარმატება“

