შაბათი დღე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის

შაბათი დღე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის

6 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ცენტრის სამედიცინო პერსონალმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები სრულიად უფასოდ (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარეს.

მომსახურება გაეწია უწყების 80 - მდე ბენეფიციარს.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება. 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კვლავაც ჩატარდება, რომელთა შესახებ, უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.

 

დაგვიმეგობრდით

trance