კონგრესი ეძღვნებოდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და ულტრაბგერითი კონტროლით მიმდინარე სამკურნალო და დიაგნოსტიკური მანიპულაციების საკითხებს.
კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა. ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ წვერავამ სამი პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ეხებოდა მარჯვენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ფუნქციის ცვლილებებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ფილტვის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობას ფილტვის შეგუბების დიაგნოსტიკაში.
