რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ

ქოლესტერინის დონე განსაკუთრებით აქტუალურია გულ-სისხლძარღვთა და ათეროსკლეროზული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ნაკლები ქოლესტერინის მქონე სისხლძარღვები უფრო კარგად ფართოვდება და  სისხლის მიმოქცევა, რა თქმა უნდა, უმჯობესდება. ქოლესტერინის დონის მკვეთრი დაცემა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს, ასევე აღსანიშნავია, რომ ქოლესტერინის მკვეთრი შემცირების ფონზე უფრო ადვილად ხდება გულის ინფარქტისა და შუნტირების ოპერაციის გადატანა.


რა არის ქოლესტერინი?

ცილებისა და ცხიმების გარდა სისხლი გაჯერებულია სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ქოლესტერინი. იგი ხელს უწყობს   უჯრედული მემბრანების წარმოქმნას და აუცილებელია ჰორმონალური ცვლისთვის.

ქოლესტერინი სხვადასხვა სახისაა: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), ძალიან დაბალი სიმკვრივის სტრუქტურირებული ლიპოპროტეინები (VLDL) ტრიგლიცერიდებისა  და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით.

ქოლესტერინის დიდი  ნაწილი  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია, რომელთა ჭარბი რაოდენობა იწვევს კორონარულ დაავადებებს და გულის შეტევის განვითარებას. LDL -ქოლესტერინი აუცილებლად, შეძლებისდაგვარად, დაბალი უნდა იყოს.

მეორეს მხრივ, HDL -ქოლესტერინი წარმოადგენს დამცავ ფაქტორს სისხლძარღვებისთვის და შეძლებისდაგვარად, მაღალი უნდა იყოს.

დიდი რაოდენობით  ტრიგლიცერიდებს  აქვთ საკმაოდ უარყოფითი გავლენა.  ტრიგლიცერიდების  მომატებას ხელს უწყობს ალკოჰოლი, ნახშირწყლები და ჭარბი წონა. ხშირ შემთხვევაში ტრიგლიცერიდების შემცველობა მაღალია დიაბეტიანებში. ამ დროს კვების რეჟიმის შეცვლა და წონის დაკლება ძალიან ეფექტურია.

ქოლესტერინის დასაშვები ნორმა

განვითარებად ქვეყნებში გულით დაავადებული პაციენტებისთვის ქოლესტერინის მაჩვენებელი ბევრად დაბალია მიღებულ ნორმასთან შედარებით, რაც ადასტურებს ქოლესტერინის დონის კავშირს თანამედროვე ცხოვრების წესთან.

ქოლესტერინის დასაშვები ნორმები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობაზეა საუბარი. მაგ: ფინეთის და სამხრეთ იტალიის მოსახლეობისთვის დასაშვები ნორმები სხვადასხვაა. გერმანიისთვის ეს მაჩვენებელი მაღალია და ამიტომაც, აქ ხშირია გულის შეტევის შემთხვევები.

ქოლესტერინის ნორმაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ბიოლოგიური ფაქტორები, კერძოდ: საკვებისა და წონის ცვლილება, ფიზიკური აქტივობა და სხვ.  ეს ყოველიცე ლიპიდური სურათის შეცვლას იწვევს სისხლის ანალიზში. ალკოჰოლის, ხილისა და ასევე ტკბილეულის მიღებისას მატულობს ტრიგლიცერიდების დონე და იცვლება LDL -ქოლესტერინის მაჩვენებელიც. ზამთარში ქოლესტერინის დონე უფრო მაღალია ვიდრე ზაფხულში. ეს ეხება როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით მცხოვრებ მოსახლეობას.

კვების გავლენა

როდესაც  LDL-ქოლესტერინის მაჩვენებელი მაღალია HDL-მაჩვენებელზე, რეკომენდირებულია  პაციენტის კვების რეჟიმის შეცვლა, რაც ბევრ შემთხვევაში სასურველ შედეგს იძლევა.

განსაკუთრებით სასარგებლოა ხმელთაშუაზღვის პროდუქტები, რადგან ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს და ასევე სასარგებლოა მცენარეულ ზეთზე  ცოცხალი ბოსტნეულისგან დამზადებული  სალათები.  ჯანსაღ საკვებში იგულისხმება: ბოსტნეული, კარტოფილი, ხილი და თხილეული, თევზეულობა და ნაკლები მარილის შემცველი კერძები.

ამ დროს აუცილებელია ცვლილების განხორციელება ცხიმის მისაღები რაოდენობის ნორმაში. მასში შედის არა მხოლოდ შემწვარ კერძში არსებული ცხიმი, არამედ ფარული ცხიმიც, როგორიცაა ცხიმი სოსისში, ხორცში, ყველში, ცომეულებში, ტკბილეულში, ჩიფსებში და სხვ. მაგ. ერთი ცალ სოსისში ცხიმის რაოდენობა შეადგენს 40გ-ს, კრუასანში - 12გ-ს და ერთ მუჭა ჩიფსში - 8გ-ს. ეს არის ყველაზე საზიანო ცხიმი, რომლის მიღება მხოლოდ მცირე დოზითაა დასაშვები.

ცხიმით გაჯერებული რძის პროდუქტები და ხორცი დასაშვებია შეზღუდული რაოდენობით.  ცხიმის შემცირებისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული მიღებულ ცხიმში ქოლესტერინის შემცველობაზე.

ძალიან სასარგებლოა მცენარეული ზეთი და ზეითუნის ზეთი.

ეფექტურია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზის სახეობების (ორაგული, თინუსი, ქაშაყი და კალმახი) მოხმარება. კვირაში ერთხელ ან ორჯერ თევზეულის მიღება თავიდან აგვაცილებს მნიშვნელოვან გართულებებს.

სასარგებლოა თხილეულის რეგულარული მიღება, რადგან იგი  შეიცავს დიდი რაოდენობით არასაზიანო ცხიმს, მაგრამ ამავე დროს,  გათვალისწინებული უნდა იყოს მისი კალორიულობაც (100გ კაკალს აქვს 663 კილოკალორია).

სასურველია კალორიების ისეთი რაოდენობის მიღება, რაც უზრუნველყოფს  ნორმალური წონის შენარჩუნებას.  კვების რეჟიმის სწორი შერჩევა იძლევა სწრაფ და დადებით შედეგს.

მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის საკმარისი არაა მხოლოდ საკვებით მიღებული ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება, არამედ აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა, კერძოდ: მეტი ფიზიკური აქტივობა, მოწევაზე უარისთქმა, არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი.

რამდენად დაემორჩილება კვების რეჟიმის ცვლილებას ქოლესტერინის ცვლილება დამოკიდებულია ასევე გენეტიკურ  ფაქტორებზე.


მედიკამენტოზური მკურნალობა

ყველა პაციენტის შემთხვევაში არ არის მარტივი ქოლესტერინის სასურველი  დონის მიღწევა.

ხშირად ქოლესტერინის ნორმის დასარეგულირებლად აუცილებელი ხდება მედიკამენტოზური ჩარევა. დაავადებების რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით ქოლესტერინზე მედიკამენტოზური ჩარევა ინდივიდუალურია.

მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია სტატინებით თერაპიული მკურნალობის ჩატარება. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგად მუშაობს დიაბეტიანებში, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რისკები აღენიშნებათ.

სტატინებში იგულისხმება მედიკამენტების ჯგუფები, რომლებიც ფერმენტული ინჰიბირების საშუალებით ღვიძლში ქოლესტერინის წარმოქმნას ამცირებს. სხვადასხვა სტატინი ქოლესტერინის დონის სხვადასხვა ოდენობით შემცირებას იწვევს.

სტატინების გამოყენებით შესაძლებელია LDL -ქოლესტერინის მკვეთრი დაცემის მიღწევა, რაც ძალზედ მნივნელოვანია მწვავე ინფარქტის დროს. ქოლესტერინის დაცემა მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის საკმაოდ ხარჯთეფექტურია: ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ჰოსპიტალიზაცია და დაზოგილი იქნას ოპერაციისთვის საჭირო თანხა.

მნიშვნელოვანია სასურველი  მაჩვენებლების არა მხოლოდ ერთხელ მიღწევა, არამედ მისი შენარჩუნებაც. დამტკიცებულია, რომ სტატინებით ჩატარებული თერაპიის შედეგი საკმაოდ ხანგრძლივია.

სტატინების თერაპიის ჩატარებისას, გართულებებში  აღინიშნება   კუნთების პრობლემების გამწვავება, რის შემდეგაც რეკომენდირებულია დოზების შემცირება. შესაძლებელია მოხდეს სტატინების შეცვლაც და იმ სტატინების დანიშვნა, რომლებსაც უფრო მარტივად ეგუება პაციენტის ორგანიზმი. პაციენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ კუნთების პრობლემა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ თერაპიული მკურნალობისას. თერაპიის დროს უარყოფითი ჩვენებაა უძილობა.

ფიბრატების ჯგუფის პრეპარატები ხელს უწყობენ ტრიგლიცერიდების შემცირებას და HDL -ის მატებას. იგი დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულ და მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებზე. ამ ჯგუფის მედიკამენტების გვერდითი მოვლენებია: კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით სტატინებისა და ფიბრატების  ერთობლივად მიღებისას, რაც კორონარული პრობლემების მქონე პაციენტებში ართულებს მათ გამოყენებას.

წარმატებულია პაციენტის მკურნალობა თუ ქოლესტერინის მაჩვენებლის დაწევასთან ერთად შემცირდება ისეთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები: როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, მაღალი არტერიული წნევა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

დაგვიმეგობრდით