რისკ-ფაქტორები. ნაწილი II

რისკ-ფაქტორები. ნაწილი II

მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონა და სიმსუქნე. 


თუ თქვენ შეძლებთ იდეალური წონის შენარჩუნებას, შეამცირებთ ათეროსკლეროზის პროგრესირების რისკს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ზედმეტი კილოგრამისათვის თქვენს გულს უწევს ზედმეტი სისხლის გადატუმბვა, ეს კი მისთვის დიდი დატვირთვაა, მით უფრო, თუ იგი უკვე დაზიანებულია. სიმსუქნე რისკის ფაქტორია არა მხოლოდ ათეროსკლეროზის, არამედ არტერიული ჰიპერტენზიისა და დიაბეტის განვითარებისათვის. 


აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სხეულის მასის კონტროლი. წონის დაკლება იწვევს არა მხოლოდ არტერიული წნევის დაქვეითებას, არამედ კარგად მოქმედებს სისხლში ქოლესტერინის, შაქრის დონეზე, სისხლის  შედედებაზე,  ათეროსკლეროზის  მიმდინარეობის ტემპზე. თქვენ თავად შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი. ამისათვის სხეულის წონა უნდა გაყოთ სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ) თუ აღნიშნული ინდექსი მეტია 25-ზე, თქვენ ზედმეტი წონა გაქვთ, თუ იგი 30-ზე მეტია, ეს უკვე სიმსუქნეა.


გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების, ჰიპერტენზიის, დიაბეტისა და ზოგადად, სიკვდილობის რისკი. განსაკუთრებით საფრთხილოა ე.წ. აბდომინალური სიმსუქნე, როდესაც კანქვეშა ცხიმი დიდი რაოდენობით გროვდება წელისა და მუცლის მიდამოში. თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით წონის შემცირება უნდა მოხდეს ისე, რომ წელის გარშემოწერილობა მამაკაცებში 102 სმ-ზე, ხოლო ქალებში 88 სმ-ზე ნაკლები იყოს.



დაგვიმეგობრდით

trance