ახალი სასერთიფიკატო კურსი “ხარისხის მართვა სამედიცინო ორგანიზაციებში“

ახალი სასერთიფიკატო კურსი “ხარისხის მართვა სამედიცინო ორგანიზაციებში“

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში შემუშავდა ახალი სასერთიფიკატო პროგრამა: "ხარისხის მართვა სამედიცინო ორგანიზაციებში“.


პროგრამამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის N8 სხდომის გადაწყვეტილებით (რს-02/39110) მიიღო თანხმობა.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მიმართულებით ასეთი სახის სასერთიფიკატო პროგრამა პირველად ხორციელდება საქართველოში.

ჯანდაცვა დაკავშირებულია ადამიანების სიცოცხლესთან. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით "ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებული ხარისხი განაპირობებს კლინიკური შედეგების გაუმჯობესებას, პაციენტების მეტ უსაფრთხოებასა და მათ კმაყოფილებას“.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების სისტემა. ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ერთეული.

სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე სპეციალისტების მომზადება და საბაზო კომპეტენციების გაძლიერება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ ჯანდაცვის სისტემის რეფორმისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად ახალი მოთხოვნების პირობებში ეფექტურ საქმიანობას. გარდა ლექცია სემინარებისა პროგრამა ითვალისწინებს სპიკერების მოწვევას, რომელებიც მსმენელებს მიაწვდიან ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სფეროში არსებულ ვითარებაზე.

  • პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს:

შესწავლილი ექნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის თავისებურებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის კომპონენტები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირება, სამედიცინო ორგანიზაციაში ხარისხის არსებული მდგომარეობის შეფასების ინსტრუმენტები, ხარისხის ინდიკატორები, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკები, რისკებისა და საფრთხეების გამოვლენა, რისკების შემცირების სტრატეგია. სამედიცინო მომსახურების პროცესში მოსალოდნელი საფრთხის აცილების შესაძლებლობები, სამედიცინო შეცდომების იდენტიფიცირება, კლინიკური და ოპერაციული გამოწვევები, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების საკითხები, ხარისხის გაუმჯობესებაში პაციენტთა უკუკავშირის, გამოცდილების გამოყენების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ხარისხით  პაციენტის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები,  სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა და პერსონალი, რესურსების განაწილება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და მონიტორინგი, კლინიკური აუდიტის პრინციპები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ტოტალური მართვა, სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაციის როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაციის გამოწვევები.

  • შესწავლილი ექნება ინფექციების კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ნოზოკომიური ინფექციები და მათი გამოვლენის აღრიცხვის, ანგარიშგების საკითხები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო ნარჩენების მართვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, სამედიცინო საგნების და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის საკითხები.
  • შესწავლილი ექნება სამედიცინო მოწყობილობა დანადგარებზე მოთხოვნები ხარისხის კუთხით, სამედიცინო მოწყობილობა-დანადგარების აღრიცხვა-შეფასების მექანიზმები, აპარატურის პერიოდული შემოწმების, მეტროლოგიური კონტროლის საკითხები.
  • შესწავლილი ექნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტატისტიკური ინსტრუმენტები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის პრინციპები.

პროგრამის ძირითადი თემები

წაკითხული და განხილული იქნება საკითხები:

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის თავისებურებები;

სამედიცინო მომსახურების ხარისხის კომპონენტები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირება,

სამედიცინო ორგანიზაციაში ხარისხის არსებული მდგომარეობის შეფასების ინსტრუმენტები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ინდიკატორები,

სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკები, რისკებისა და საფრთხეების გამოვლენა, რისკების შემცირების სტრატეგია. სამედიცინო მომსახურების პროცესში მოსალოდნელი საფრთხის აცილების შესაძლებლობები,

სამედიცინო შეცდომების იდენტიფიცირება, კლინიკური და ოპერაციული გამოწვევები,

პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების საკითხები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში პაციენტთა უკუკავშირის, გამოცდილების გამოყენების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ხარისხით  პაციენტის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები,

 სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა და პერსონალი, რესურსების განაწილება,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და მონიტორინგი, კლინიკური აუდიტის პრინციპები,

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ტოტალური მართვის პრინციპები,

სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაციის როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაციის გამოწვევები.

  • ინფექციების კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობა,
  • ნოზოკომიური ინფექციები და მათი გამოვლენის აღრიცხვის, ანგარიშგების საკითხები,
  • ხელების ჰიგიენა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები,
  • სამედიცინო ნარჩენების მართვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, სამედიცინო საგნების და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის საკითხები.
  • სამედიცინო მოწყობილობა დანადგარებზე მოთხოვნები ხარისხის კუთხით, სამედიცინო მოწყობილობა-დანადგარების აღრიცხვა-შეფასების მექანიზმები, აპარატურის პერიოდული შემოწმების, მეტროლოგიური კონტროლის საკითხები.
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტატისტიკური ინსტრუმენტები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის პრინციპები.
  • ქეისების განხილვა: სამედიცინო მომსახურების გამჭვირვალობისა და ხარისხის კოოპერაციის (KTQ - Kooperation für Transparenz und Qualität im Gesundheitswesen) გამოცდილება საქართველოში გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მაგალითზე 

კურსი  მოიცავს  36 საკონტაქტო სთ-ს.  სამუშაო დღეები შაბათი და კვირა 10.00 სთ დან

ლექციებს წაიკითხავენ:

  • თენგიზ ვერულავა, - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;
  • თეონა გორგაძე - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ოთარ ჩოკოშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი;
  • გერბერტ ვოლობუევი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი;
  • მანანა დონჯაშვილი - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სტატისტიკოსი;

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ლექცია-სემინარები დაგეგმილია ოქტომბრის თვიდან.

გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტი

დაგვიმეგობრდით

trance