მიკროვასკულური დისფუნქციის დიაგნოსტირება (ენდოთელიუმის ფუნქციის გამოკვლევა აპარატ EndoPAT2000-ით)

მიკროვასკულური დისფუნქციის დიაგნოსტირება (ენდოთელიუმის ფუნქციის გამოკვლევა აპარატ EndoPAT2000-ით)

2019 წლის 13 ივლისს, ჩაქვში მედიკოსთა ტრადიციულ 46-ე საერთაშორისო სკოლა კონფერენციაზე ექიმმა-კარდიოლოგმა, მედ. აკად. დოქტორმა  ელენე შენგელიამ წარმოადგინა მოხსენება "მიკროვასკულური სისხლძარღვების დისფუნქცია; ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება აპარატ EndoPAT-ით”. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

მიკროვსკულური კორონარული დაავადების დიაგნოსტირება არის ექიმებისათვის გამოწვევა, ვინაიდან კორონარული ანგიოგრაფია არ იძლევა წვრილი სისხლძარღვების ფუნქციური მდგომარეობის დიაგნოსტირების საშუალებას.

რა არის მიკროვასკულური კორონარული დაავადება?

მიკროვასკულური კორონარული დაავადების  ( წვრილი სისხლძარღვების დაავადება,  წვრილი არტერიების დაავადება) დროს, განსხვავებით გულის მკვებავი დიდი (განიერი) სისხლარღვებისაგან არ ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, თუმცა არტერიის შიგნითა კედლის დაზიანების, დისფუნქციის გამო შესაძლებელია  შეფერხდეს გულის კუნთთან სისხლის მიწოდება.  

მიკროვასკულური კორონარული დაავდების რისკი!

როგორც მამაკაცები, ასევე ქალები შესაძლებელია იყვნენ  მიკროვასკულური კორონარული დაავადების რისკის ქვეშ.

თუმცა ახალგაზრდა ქალებში, თუ მათი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება ესტროგენების დაბალი დონე, რაც თავისთავად შესაძლებელია გამოწვეული იყოს, როგორც სტრესით, ასევე საკვერცხეების სხვადასხვა პათოლოგიით, ასევე ქალებში  მენოპაუზამდე, მენოპაუზის ან პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დაბალი დონე  შესაძლებელია გახდეს მიკროვსკულური კორონარული დაავადების განვითარების მიზეზი.

ქალები რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა მენოპაუზამდე, განსაკუთრებით სისტოლური არტერიული წნევა არიან  მიკროვასკულური კორონარული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. მენოპაუზის შემდეგ ქალები ათეროსკლეროზის ტარდიციული რისკის ფაქტორებით არიან  მიკროვასკულური კორონარული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

როგორც კაცები, ასევე ქალები ანემიით შესაძლებელია იყვნენ  მიკროვასკულური კორონარული დაავადების მაღალი რისკის ქვეშ.

რა იწვევს  მიკროვასკულურ კორონარულ დაავადებას?

  • მომატებული ქოლესტერინის დონე
  • მაღალი არტერიული წნევა
  • თამბაქოს მოხმარება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • პასიური ცხოვრების წესი
  • არაჯანსაღი კვება
  • ხანდაზმული ასაკი
  • გულის დაავადებების გენეტიკური დატვირთვა

რა  სიმპტომები აქვს  მიკროვასკულურ კორონარულ  დაავადებას?

მიკროვასკულური დაავადების დროს ხშირად აღინიშნება მკერდის ძვლის ტკივილი, რომელიც გრძელდება ათ წუთზე მეტხანს და ასევე შესაძლებელია გაგრძელდეს 30 წუთზე მეტიც.

ასევე მიკროვასკულური კორონარული დაავადების სხვა სიმპტომებია:

  • შემოკლებული სუნთავა
  • ძილის პრობლემები
  • დაღლილობა
  • ენერგიის ნაკლებობა

მიკროვასკულური დაავადების დროს შესაძლებელია პირველი სიმპტომები გამოვლინდეს ემოციური სტრესის ფონზე, განსხვავებით გულის შეტევისაგან რომელის სიმპტომებიც უმეტესად ვლინდება ფიზიკური დატვირთვის დროს.

განსაკუთრებით ქალებში ტკივილით გულის არეში, საეჭვო (ან პოზიტიური) სტრეს ტესტით, კორონაროგრაფიულად 50-60%-ში ვლინდება სუფთა სისხლძარღვები, ამ კატეგორიის პაციენტებში აუცილებელია ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება, წვრილი სისხლძარღვების დაავადების გამოვლენის მიზნით.

ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით:

  • ქალები გაცილებით უფრო ხშირად იღუპებიან გულის პირველი შეტევით ვიდრე მამაკაცები;
  • ქალებს რომელთაც აქვთ გულის შეტევა 6 წლის განმავლობაში მათ 46 პროცენტს უნვითარდებათ გულის უკმარისობა;
  • 45 -დან 64 წლამდე ქალებში რვიდან ერთს აქვს გულის დაავადება, რაც 64 წლის შემდეგ ოთხით იზრდება.
  • ყველა ქალმა 45 წლის ზემოთ უნდა ჩაიტაროს ენდოთელიუმის ფუნქციის გამოკვლევა რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.

გულის შეტევის დროს მამაკეცები ძირითადად აღწერენ ძლიერი ხასიათის ტკივილის მკერდის ძვლისა და გულის არეში, რომელიც ირადირებს მარცხენა მკლავში. ქალები კი აღწერენ ჰაერის უკმარისობას, თავბრუხვევას და ტკივილის ლოკალიზებას აღწერენ  მხრებისა და  კისრის არეში. ისინი ძირითადად აღწერენ არატიპიურ ჩივილებს და ხშირად გულის დაავადების დიაგნოსიტრება არ ხდება. ძირითადად ქალები ძლიერ ხასიათის გულის შეტევას აღნიშნავენ 70 წლის ზემოთ და ხშირად პირველივე შეტევა მთავრდება ლეტალობით. ეს იმიტომ ხდება რომ გამაფრთხილებელი ბევრი სიმპტომი ადრეულ ასაკში უყურადღებოდ რჩება და არის იგნორირებული. ქალებში გულის ძლიერი შეტევიდან 1 წლის განმავლობაში უფრო ხშირია ლეტალობა, ვიდრე მამაკაცებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქალებში, ვიდრე მამაკაცებში სტრეს-ტესტი შედეგი უფრო ხშირად არის ცრუ-პოზიტიური ან ცრუ-ნეგატიური, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით ქალებში პრემენოპაუზისას, მენოპაუზის ან პოსტმენოპაუზისას. ქალებში გულის იშემიური დაავადება ხშირად ჩუმად მიმდინარეობს და შესაძლებელია გამოიწვიოს გულის შეტევით ან არითმიით გამოწვული უეცარი სიკვდილი.

იაპონელმა მკვლევარმა Dr. Yasushi Matsuzawa, თანაავტორებთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა 2010 წელს ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ჟურნალში, შეყვანილ იქნა 140 ქალი, როგორც გულის ობსტრუქციული, ასევე არაობსტრუქციული დაავადებით, ჩაუტარდათ EndoPAT  ტესტი და დადგენილ იქნა რომ ეს გამოკვლევა არის გულის იშემიური დაავადების პრედიქტორი. იაპონელმა მკვლევარმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ გულის იშემიური დაავადება ნომერ პირველი მკვლელია ქალებისა და აღნიშნული დაავადების პრედიქციისთვის ყველა ქალმა 45 წლის ზემოთ უნდა ჩაიტარონ EndoPAT ტესტი.

მენოპაუზის დროს ჰორმონების დაბალი დონე არის გულის შეტევის მაღალი რისკი.

ჰორმონი ესტროგენი ქალებს იცავს გულის იშემიური დაავადებისაგან. მენოპაუზის დროს იწყებს  მომატებას დაბალი სიმკვრივის ლიპოპოროტეინების ქოლესტერინი ("ცუდი ქოლესტერინი”) და მცირდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი ("კარგი ქოლესტერინი”). პოსტმენოპაუზის დროს ქალებს აქვთ უფრო მაღალი საერთო ქოლესტერინი, ვიდრე იგივე ასაკის მამაკაცებს. აღნიშნული ასაკის ქალებშიც EdnoPAT ტესტი პრევენციას გაუწევს გულის იშემიური დაავადების პროგრესირებას.

აღნიშნული ტესტის გამოყენებას აქვს პრევენციისთვის ორი სტრატეგია: 1) ფარმაკოლოგიური პრევენცია. 2) უახლოესი 10 წლის განმავლობაში აქვს თუ არა პაციენტს კარდიოვასკულური დაავადების მაღალი რისკი.  (Non invasive Assessment of Endothelial Function in Clinical Practice; Cardiovascular sciences Reserch Center, St. George’s, University of London, United Kingdom. Antonio L. Arrebola-Moreno et. All.; Departamento de Epidemiologia, Aterotrombosis e imagen, Centro Nacional de Investigaciones Cardivasculares (CNIC), Madrid, Spain.; Servicio de Cardiologia, Hospital Universitario Virgen de las Nieves, Granada, Spain).

EdnoPAT ტესტი აფასებს მკურნალობის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის სიგარეტზე თავის დანებების შემდეგ.

ძალზედ მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული კვლევა არის დამატებითი მაჩვენებელი Framingham risk score.

რა არის EndoPAT?

EndoPAT არის ინოვაციური, უსაფრთხო, არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდი  როგორც დიდი ასევე პატარა არტერიების ენდოთელიუმის ფუნქციის შეფსებისა.

ენდოთელიუმის დისფუნქცია ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. იგი აღიარებულია ათეროსკლეროზული პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორად. ენდოთელიუმის დისფუნქცია განიხილება, როგორც გულის კორონარული დაავადების რისკის ფაქტორთა რისკი.

როგორი შეიძლება იყოს ენდოთელიუმის დისფუნქციის შედეგები?

ენდოთელიუმის დისფუნქციის შედეგები იწყება ანთებითი პროცესის განვითარებით, რაც წინ უძღვის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ენდოთელიუმის დისფუნქცია ჩართულია მრავალი დაავადების განვითარების პროცესში, ისეთები როგორიცაა:

  • გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება
  • ცერებროვასკულური დაავადებები (იშემიური ინსულტი/ტრანზიტორული იშემიური შეტევა);
  • ერექტიული დისფუნქცია;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • პრე-ეკლამპსია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ძილის აპნოე;
  • კლაუდიკაცია;
  • განგრენა და ა. შ..

ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა EndoPAT ტესტი ?

  • პაციენტებს ტკივილით გულის არეში, რომელთაც აღენიშნებათ სუფთა გულის მკვებავი სისხლძარღვები დიაგნოსტირებული კორონარული ანგიოგრაფიით და/ან CT ანგიოგრაფიით
  • ქალებს ტკივილით გულის არეში, 45 წლის ზემოთ
  • პაციენტებს ერექტიული დისფუნქციით
  • პაციენტებს პრე ეკლამპსიითა და/ან ორსულთა ტოქსიკოზით
  • პაციენტებს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით
  • და ა. შ.

გულის დაავადების სიმპტომების არსებობისას პირველი საფეხური არის სტრეს ტესტის ჩატარება, თუმცა ყოველთვის სტრეს ტესტზე ვერ ხერხდება მიკროვასკულური დაავადების დიაგნოსიტრება. ნეგატიური სტრეს ტესტის დროს როდესაც პაციენტს აღენიშნება ჩივილები უნდა გავაგრძელოთ დიაგნოსტირება. ენდოთერლიუმის ფუნქციის გამოკვლევის ტესტი საშუალებას იძლევა გულის წვრილი სისხლძარღვების დონეზეც შეფასდეს ფუნქციური მდგომარეობა, რითაც შესაძლებელია ვისაუბროთ მიკროვასკულური კორონარული დაავადების ერთ-ერთ მიზეზზე.

დაგვიმეგობრდით

trance