უცვლელად გთავაზობთ ცენტრში ჩვენი პაციენტის ოჯახის სახელით შემოსულ წერილს
"მოგესალმებით, უდიდესი პატივისცემით!
გულითადი მადლიერება და სიყვარული მინდა გამოვუცხადო თქვენს ფანტასტიურ კოლექტივს...
პაციენტ დ.ფ.-ს ოჯახის სახელით, დიდი მადლობა და თაყვანისცემა თქვენს სუპერგუნდს, თითოეულ თანამშრომელს თავდადებული, მუხლჩაუხრელი შრომისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საოცარი გულისხმიერებისთვის...
თქვენ სიცოცხლე აჩუქეთ დათოს...
განსაკუთრებით დიდ მადლიერებას ვუხადებთ ბატონ ზვიად ბახუტაშვილს დიდი რისკისა და გმირობისათვის, ვლადიმერ გურუშიძეს, ავთანდილ მთავრიშვილს, ლაშა ბასილაძეს.
თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს...
ყველას დიდი მადლობა!
გისურვებთ დიდ გამარჯვებებს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს
პატივისცემით, ოჯახი
3 აგვისტო, 2019 წელი"
