საქველმოქმედო აქცია მესტიაში

საქველმოქმედო აქცია მესტიაში

24 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა სახის გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) სრულიად უფასოდ ჩაატარეს. 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 100-ზე მეტ ბენეფიციარს. 

დაგვიმეგობრდით

trance