ჩემი ცხოვრება PCI-ის შემდეგ

ჩემი ცხოვრება PCI-ის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ პერკუტანულ კორონარულ ინტერვენციას (PCI) შეუძლია კორონარული გულის დაავადების (CHD) სიმპტომების შემცირება, ის ვერ განაპირობებს კორონარული გულის დაავადებისგან განკურნებას და ვერც მის რისკის ფაქტორებს გააქრობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაბამისი ცვლილებები კი ხელს უწყობს კორონარული გულის დაავადების მკურნალობას და PCI-ით მიღებული კარგი შედეგების შენარჩუნებას.

მომზადებულია პროფესორი ჯუზეპე როზანოს მიერ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) სამუშაო ჯგუფის დავალებით.

გეგმიური (არა სასწრაფო) კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ, წესით, იმავე ან მომდევდო დღეს შეგიძლიათ სახლში წასვლა. პაციენტების უმრავლესობა პროცედურის მომდევნო დღეს ამჯობინებს. წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი, რომ ვინმემ წაგიყვანოთ სახლში.

სანამ საავადმყოფოს დატოვებთ, უნდა მიიღოთ რჩევები:

  • მედიკამენტებზე , რომლებიც უნდა მიიღოთ (იხილეთ ქვემოთ)
  • თქვენი დიეტისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესებაზე.
  • ჭრილობის მოვლისა და ჰიგიენის გამოჯანმრთელების პერიოდში შესაძლოა ასევე განსაზღვროთ შემდგომი ვიზიტის თარიღი თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესების შესამოწმებლად.

გამოიყენეთ ეს დრო, რომ დასვათ კითხვები აქტივობების, მედიკამენტების, ცხოვრების სტილის ცვლილებების ან ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ, რომელიც გაინტერესებთ.

გამოჯანმრთელება და ძალების აღდგენა: რა უნდა გახსოვდეთ


პირველი რამდენი დღის განმავლობაში, შესაძლოა გქონდეთ სილურჯე კანქვეშ, კათეტერის ადგილას. ეს სერიოზული პრობლემა არ არის, მაგრამ გარკვეული პერიოდი შეიძლება ტკივილი იგრძნოთ. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ჭრილობა დაინფიცირდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ შეხორცების პროცესი სწორად წარიმართოს.

პროცედურის შემდეგ, თქვენი გულ-მკერდი შესაძლოა მგრძნობიარე იყოს, თუმცა ეს ნორმალურია და როგორც წესი, შეგრძნება რამდენიმე დღეში ქრება. თუ საჭირო იქნება, მიიღეთ პარაცეტამოლი ტკივილის გასაყუჩებლად.

ადამიანების უმრავლესობა PCI-ის შემდეგ გამოჯანმრთელდება და სამსახურში ბრუნდება სავადმყოფოდან გამოწერიდან ერთ კვირაში. თქვენს ექიმს ექნება სურვილი, რომ შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ. ვიზიტის დროს ექიმი გაგსინჯავთ, დარწმუნდება, რომ საჭიროების შემთხვევაში იღებთ  მედიკამენტებს, ჩაგიტარებთ გამოკვლევებს და შეამოწმებს ზოგადად თქვენი გამოჯანმრთელების პროცესს.


როდის შევძლებ ავტომობილის მართვას?


კორონარული ანგიოპლასტიკიდან 1 კვირის განმავლობაში არ უნდა დაჯდეთ საჭესთან. ავტომობილის მართვა დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი იტყვის, რომ ეს უსაფრთხოა.

როდის შემიძლია დავუბრუნდე სამსახურს?


თუ თქვენ ჩაიტარეთ გეგმიური (არა სასწრაფო) კორონარული ანგიოპლასტიკა, სამსახურში დაბრუნებას ერთი კვირის შემდეგ შეძლებთ.

თუმცა, თუ თქვენ გულის შეტევის შემდეგ გადაუდებელი (სასწრაფო) კორონარული ანგიოპლასტიკა ჩაგიტარდათ, რამდენიმე კვია ან თვე დაგჭირდებათ ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად და სამსახურში დასაბრუნებლად.

                                                     არის თუ არა საჭირო შევიცვალო ცხოვრების სტილი?


თუ კორობარული ანგიოპლასტიკა ჩაგიტარდათ, მაიც მნიშვნელოვანია გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები სამომავლო გართულებების თავიდან ასარიდებლად. ეს შესაძლოა მოიცავდეს:

  • წინაში დაკლებას, თუ ჭარბწონიანი ხართ
  • მოწევისთვის თავის დანებებას, თუ ეწევით
  • ჯანსღი დიეტის დაცვას, ცხიმისა და მარილის დაბალი დოზით მიღებას
  • რეგულარულად ვარჯიშს და აქტიურობას

     შემიძლია ცოტა სიგარეტის მოწევა?

     არა, შეწყვიტეთ მოწევა!!!

    თუ ეს ჩვევაა აქამდე კიდევ ვერ დაამარცხეთ, ახლა ნამდვილად დროა სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითს.რამდენიმე ღერ სიგარეტსაც შეუძლია ზიანის მოტანა. აი, როგორ ვნებს ის თქვენს გულს:

     მოწევის შედეგად სისხლის წნევა დროებით იმატებს. ამის შედეგად დროტა განმავლობაში    არტერიებში ვითარდება სხვადასხვა სახის დაზიანებები.

    LDL-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები -‘ცუდი“ ქოლესტერინი-ეკრობა დაზიანებულ      სისხლძარღვის ქსოვილს, ერევა სისხლის თეთრ უჯრედებს და ქმნის კოლტებს

    მოწევა ამცირებს HDL- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების - "კარგი“ქოლესტერინი,  რომელიც საჭიროა ათეროსკლეროზული ფოლაქის გაჩენის პრევენციისათვის

    მოწევა ართულებს ვარჯიშს

                                         

                                                              უნდა ვიდარდო ჩემს წონაზე?


ჭარბწონიანობა სნ სიმსუქნით დაავადება გულის დაავადების რისკის ფაქტორია. გამოიენეთ ბუკლეტში მოცემული ინფორმაცია, როგორც გზამკვლევი, თქვენი კვებითი ჩვეულების შეცვლისთვის და დაიწყეთ რეგულარული ვარჯიშის პროგრამა.

  მცირე მუდმივ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს

გამოიყენეთ ეს ცხრილი და შეეამოწმეთ გაქვთ თუ არა ჯანსაღი წონა, თუ გჭირდებათ წონის დაკლება.

      

                                                               აჭიროა დიეტის  დაცვა?

ყურადრება მიაქციეთ კვებას.

თქვენს არტერიაში სტენტი არ ნიშნავს იმას ,რომ უნდა გააგრელოთ მაღალი ქოლესტერინისა და გაჯერებული ცხიმების შემცველი საკვების მიღება.

წაიკითხეთ საკვები პროდუქტების ეტიკეტები ყურადრებით. მაქსიმალურად შეამცირეთ ცხიმი, ქოლესტერინი და მარილი. თავი აარიდეთ "ტრანს“ ცხიმებს და მიიღეთ დაბალი ოდენობით გაჯერებული ცხიმები.ისწავლეთ ისეთი ტერმინების მნიშვნელობა ეტიკეტზე, როგორებიცაა "ცხიმის დაბალი შემცველობა“ და "უქოლესტერინო“, გახსოვდეთ, რომ თუ საკვები არ შეიცავს ერთ-ერთს , შესაზლოა იგი სავსე იყოს სხვა მავნე დანამატებით!ასევე, ბევრი კარდიოლოგი უწევს რეკომენდაციას ხმელთაშუა ზღვის სტილის დიეტას, რომელიც მოიცავს ზეითუნის ზეთს, ხილს, ბოსტნეულს და თევზს. ეს დაგეხმარებატ შეამციროთ სისხლის წნევა.

ძირითადი პუნქტები, რომლებიც უნდა შეასრულოთ ჯანსაღი დიეტის დაცვისას:

  • ყოველკვირა მიიღე თევზის 2 პორცია, მათ შორის, სულ მცირე ერთი პორცია ცხიმიანი თევზი.
  • ყოველდღე მიიღეთ ხილისა და ბოსტნეულის მინიმუმ 5 პორცია
  • შეამცირეთ მარილი ყველაფერში, რასაც მიირთმევთ
  • ქოლესტერინი-"რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი“

ვარჯიში აუცილებლად მჭირდება თუ მკაცრად დავიცავ კვებით რეკომენდაციებს?

კვება და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან იცინი აუმჯობესებს თქვენი სისხლძარღვების ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. აზოტის ოქსიდი, ენდოთელიუმის მთავარი დამცველი, სინთეზირდება ენდოთელურ  უჯრედებში L-არგინინისგან, ამინომჟავებისგან, რომელიც უნდა მივიღოთ საკვებისგან (საუკეთესო წყაროა: ლობიო, თევზი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული). აზოტის ოქსიდის სინთეზი ნაწილობრივ სტიმულირდება მცირე ან საშუალო ინტენსივობის ვარჯიშით. კვებას დამატებული ფიზიკური აქტივობა 50%-ზე მეტად ამცირებს კარდიოვასკულარულ პრობლემებს უკვე 1 წლის შემდეგ!

ფიზიკური აქტივობა ჩემი გულისთვის დამატებითი სტრესი ხომ არ იქნება?

გულის შეტევის, გულზე ოპერაციის ან ანგიოპლასტიკის ჩატარების შემდეგ ბევრი ადამინაი ფიქრობს, რომ არ უნდა ივარჯიშოს გულისთვის ზედმეტი სტრესის ტავიდან ასაცილებლად. სინამდვილეში სწორია საპირისპირო მიდგომა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა აძლიერებს გულის კუნთს. ამას შეუძლია შეამციროს გულის დაავადების რისკი და გააკონტროლოს ის ფაქტორები, რომლებიც გულის პრობლემებს იწვევს, მათ სორის სისხლის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და სიმსუქნე.

გულის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და გულისთვის ჯანსაღ ცვლილებებს ახლორციელებენ თავიაანთ ცხოვრებაში, ცხოვრობენ უფრო დიდხანს, ვიდრე იცინი, რომლებიც ასე არ იქცევიან.

ანგიოპლასტიკის შემდეგ, როგორც კი ექიმი გეტყვით რომ ეს ნებადართულია,მაშინვე გააქტიურდით.

              როგორ დავიწყო ვარჯიში PCI-ის შემდეგ?

თუ PCI-ის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ, ვარჯიში დაიწყეთ ნელა. დროთა განმავლობაში, თქვენი ჯანმრთელობაც რომ გაუმჯობესდება, გაზარდეთ აქტივობის დონე. მაგალითად, დაიწყეთ თქვენტვის მოსახერხებელი სიჩქარით სიარული. ყოველ ჯერზე ნელ-ნელა გაზარდეთ დრო და დისტანცია. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ანგიოპლასტიკის შემდეგ ვარჯიში დაიწყოთ. ეს შეამცირებს სამომავლოდ გულის პრობლემების განვითარების რისკს.

ეს არის პროცედურის შემდგომი სიარულის პროგრამის მაგალითი. სიარული დასაწყისისთვის ყველაზე ადვილი სავარჯიშოა. თუ სურვილი გექნებათ, დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ შეგიძლიათ გაისეირნოთ.

თუ სახსრის ტკივილი ან ჯანმრთელობის/ქირურგიული გართულება შეგაწუხებთ, გთხოვთ,გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფიზიოთერაპევტს.

   როგორ დავრწმუნდე, რომ ფიზიკური აქტივობების ინტენსივობა სწორია?

თქვენი ვარიშის ინტენსივობის დონე მნიშვნელოვანია. ძალიან დაბალი დონე დროის ფუჭი ხარჯვა იქნება, ძალიან დატვირთული კი გაზრდის მცირე ან სერიოზული კარდიოლოგიური გართულებების რისკს.გახსოვდეტ, მოუსმინეთ თქვენს სხეულს. უნდა შეგეძლოთ ვარჯიშის დროს საუბარი. ამას "სიარულისა და საუბრის ტესტი“ ეწოდება-მარტივი გზაა შეამოწმოთ, რომ თქვენ შეზღუდვების ფარგლებში ვარჯიშობთ.

ვარჯიშის დროს ნორმალურია ოფლიანობა და ასევე ნორმალურია კუნთების დაღლილობა. მაგრამ ნორმალური არაა თუ გრძნობთ გულმკერდში ტკივილს, დაჭიმულობას, თავბრუსხვევას, გულისრევას, ძლიერ დაღლილობას, სუნთქვის გაძნელებას და გაქვთ შეგრძნება, რომ გული მიგდით.

თუ ჩამოთვლილთაგან ერთი სიმპტომი მაინც გქონიათ, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

     რა არის ჩემი აქტივობის სამიზნე დონე?

მიზნად გქონდეთ ყოველკვირა 2.5 საათიანი ზომიერი ინტენსივობის აქტივობა.

ეს არის ამერიკული გულის ასოცოაციის რეკომენდაცია. ზომიერი ინტენსივობის აქტივობების მაგალითებია: სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ნიჩბოსნობა, ცურვა და ძუნძულით სირბილი.

    რა ტიპის აქტივობაა ჩემთვის ყველაზე კარგი?

იპოვეთ აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. საუკეთესო სავარჯიშოა ის, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებთ. დიდი ალბათობით სწორედ იმ სავარჯიშო პროგრამას მიყვებით ბოლომდე, რომლისკეთებაც მოგწონთ. გაარკვიეთ თქვენს ექიმტან, რა აქტივობებია უსაფრთხო თქვენთვის, შემდეგ კი ჩაიტარეთ ექსპერიმენტები, გამოსცადეთ სხვადასხვა რამ, სანამ სასურველ ვარიანტს არ იპოვით.

 წაივარჯიშეთ დღის განმავლობაში. თქვენი ფიზიკური აქტივობის გაზრდა არ უკავშირდება მხოლოდ რეგულარულ ვარჯიშს, არამედ მნიშვნელოვანია გქონდეთ უფრო აქტიური ცხოვრების წესი. ეძებეთ შესაძლებლობები დღის განმავლობაში, რათა იყოთ უფრო აქტიური.ეს შესაძლოა გულისხმობდეს მანქანის შენობისგან მოშორებით გაჩერებას ან ლანჩის შესვენების დროს 15 ჭუთით გასეირნებას.

თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს. ყოველდღიურად ცაიწერეთ ან გამოიყენეთ მობილური აპლიკაცია, რათა ჩაინიშნოთ თქვენი აქტიურობა. ეს დაგეხმარებათ თქვენი პროგრესის კონტროლში. გამოიყენეთ ინფორმაცია მიზნების დასახვისას და საკუთარი თავის მოტივირებისთვის. ძალიან ამაყი იქნებით, როდესაც თვალს გადაავლებთ პროგრესს და ნახავთ, რამდენს მიაღწიეთ.

PCI-ის, სტაბილური სტენოკარდიის, ფარული იშემიის ან აორტო-კოროარულ შუნტების (CABG) მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ვარჯიშით გამოწვეული კორონარული გართულებების მაღალი ალბათობა უფიქსირდებათ, კონკურენტული სპორტი (შეჯიბრი) მიზანშეწონილი არ არის.

    რჩება თუ არა ჩემს ცხოვრებაში ადგილ სექსისთვის?

თუ მანამდე სტენოკარდიამ მოახდინა გავლენა თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ, როგორც კი მზად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ.

თუ რაიმე გაწუხებთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. ექსპერტების თქმით, სექსით დაკავება რამდენიმე საფეხურზე გადახტომით კიბეზე ასვლის ექვივალენტია, დატვირთვას კი გავლენა ექნება თქვენ გულზე.

  უნდა გავაგრძელო მედიკამენტების მიღება?

მიუხედავად იმისა, რომ PCI-ის შეუძლია კორონარული გულის დაავადების (CHD)სიმპტომების შემსუბუქება, ის ვერ უზრუნველყოფს გულის იშემიური დაავადებისგან განკურნებას და ვერც მის რისკის ფაქტორებს გააქრობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

  • მნიშვნელოვანია მიიღოთ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ
  • ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ არცერთი მედიკამენტის მიღება
  • მიიღეთ მედიკამენტები მხოლოდ ცივ წყალტან ერთად
  • გრეიფრუტმა შეიძლება ხელი შეუშალოს მედიკამენტების მოქმედებას, ამიტომაც მოერიდეთ გრეიფრუტს ან გრეიფრუტის წვენს

დაგვიმეგობრდით

trance