სრული ამბულატორიული მომსახურება უქმე დღეს

სრული ამბულატორიული მომსახურება უქმე დღეს

ბევრ თქვენგანს აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია დასვენების დღეებში ჩვენთან ამბულატორიული სერვისით სარგებლობა. ცენტრი გთავაზობთ სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს ყოველ შაბათს - 10:00 - 15:00 - სთ-მდე


1. მაღალკვალიფიციური კარდიოლოგების კონსულტაციას


2. ინსტრუმენტულ გამოკვლევებს:


ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) - ეს არის გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი. გული გამოიმუშავებს ნატიფ ელქტრულ იმპულსებს, რომლებიც ვრცელდებიან გულის მთელ კუნთზე, რაც იწვევს გულის შეკუმშვას. ამ იმპულსების ჩაწერა წარმოებს ელექტროკარდიოგრაფის მიერ. ელექტროკარდიოგრაფია უმტკივნეულო და უსაფრთხოა


ექოკარდიოსკოპია - დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე კარდიოლოგია. ექოკარდიოგრფიული კვლევა გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ გულის კუნთი, სარქვლოვანი აპარატები, მათი სტრუქტურა და ფუნქციური მდგომარეობა, გამოვავლინოთ მანკები და გულის სხვა პათოლოგიები


24 საათიანი ეკგ (ჰოლტერი) მონიტორირება - ეს არის პორტატული კარდიოგრაფი, რომელიც მაგრდება პაციენტის სხეულზე და იწერს ელექტროკარდიოგრამას 24, 48, სთ-ის განმავლობაში. მისი საშუალებით ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს გულის მუშაობა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში: მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა, ძილი და ა.შ. მისი საშუალებით უფრო მეტად არის შესაძლებელი გულის რითმის დარღვევის აღმოჩენა, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრამით, რომელიც იძლევა 1 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ინფორმაციას. ჰოლტერი ასევე იძლევა ინფორმაციას ტკივილის მომენტში ეკგ ცვლილებების შესახებ


არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება – ეს არის ამბულატორიული კვლევის მეთოდი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ წნევის მერყეობას, არამედ მის ცვალებადობას დღისა და ღამის (ძილის  დროს) განმავლობაში. მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტის (წამლის) დოზის, მოქმედების მექანიზმის, მიღების დროის შერჩევისა და ასევე დანიშნული მედიკმენტების ეფექტურობის შეფასების მიზნით


ფიზიკური დატვირთვის ტესტები (ველოერგომეტრია, ტრედმილტესტი, ერგოსპირომეტრია) - გამოიყენება გულისა და სასუნთქი სისტემის დიაგნოსტირებისთვის. ფასდება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის ფუნქციური მდგომარეობა და ამტანობა დატვირთვის მიმართ.


ექოაბდომინოსკოპია - დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ მუცლის ღრუს ორგანოების  სტრუქტურა და ფუნქციური მდგომარეობა.


პერიფერიული და თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლერი - გამოიყენება ზემო და ქვემო კიდურების, საძილე არტერიების, ტრანსკრანიალური (თავის ტვინის) სისხძარღვების მდგომარეობის შეფასების მიზნით. dunntube.com


3. სრულფასოვან ლაბორატორიულ კვლევებს თანამედროვე მეთოდებით 24 საათის განმავლობაში


თქვენთვის საჭირო  სერვისზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ

ტელეფონი - (032) 2402317

დაგვიმეგობრდით

trance