პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში

პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Medico-Legal Journal“ გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "Patients’ informed consent to medical services in Georgia“ (ქართ. თარგმანი: სამედიცინო სერვისებზე პაციენტების ინფორმირებული თანხმობა საქართველოში“)

ჟურნალი "Medico-Legal Journal“ რეგისტრირებულია SCOPUS-ის და Web of Science”-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. ჟურნალს გამოსცემს ლონდონის სამედიცინო საზოგადოება (Medical Society of London).

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), ვახტანგ სურგულაძე (კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი)


რესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ცნობადობის ზრდას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.


ნაშრომი განთავსდა აშშ-ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში PUBMED.GOV

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31580209

სტატიის ელექტრონული მისამართია:

https://journals.sagepub.com/doi/full/10.1177/0025817219853127?url_ver=Z39.88-2003&rfr_id=ori:rid:crossref.org&rfr_dat=cr_pub%3dpubmed


ნაშრომის რეზიუმე:

ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ. კვლევები ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არ აქვთ ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების შესახებ სათანადო ინფორმაცია. შედეგად, იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. სტატიის მიზანია შევისწავლოთ საქართველოში პაციენტის ინფორმირებული თანხმობის შესახებ არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ქირურგიული პაციენტების გამოკითხვა ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. პაციენტების 34%-ს (n=68) არ ჰქონდა ინფორმაცია ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შესახებ; 57%-მა (n=114) მიიღო საკმარისი ინფორმაცია მათი დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდების შესახებ; ამასთან, 26% (n=52) ეთანხმებოდა მას მხოლოდ ნაწილობრივ; პაციენტთა 62%-მა (n=124) იცოდა ქირურგიული ოპერაციის საჭიროების შესახებ; 66%-ს (n=132) ჰქონდა მკურნალობის ალტერნატიული გზების რისკებისა და სარგებლიანობის შესახებ ადეკვატური ინფორმაცია; 58% (n=116) ინფორმირებული იყო ოპერაციის დროს შესაძლო რისკების შესახებ. ამგვარად, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტების უმრავლესობა სათანადოდ ინფორმირებულია დაავადების დიაგნოზის და მკურნალობის, ქირურგიული ჩარევის საჭიროებების, ქირურგიული მკურნალობის ალტერნატიული გზების სარგებლიანობისა და რისკების შესახებ. თუმცა, პაციენტთა გარკვეული ნაწილი ამას ნაწილობრივ ეთანხმება. პაციენტებისთვის ინფორმაციის გადაცემისას საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა მათი ინფორმირებულობის ასამაღლებლად. მიზანშეწონილია ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პერსონალთან, ვინც უშუალოდ  პასუხისმგებელია პაციენტების ინფორმირებულობაზე.


თენგიზ ვერულავა 

მედიცინის დოქტორი, პროფესორი,

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

18.10.2019

დაგვიმეგობრდით

trance