საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი განახლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი განახლდა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა, რომლის მიზანია სამინისტროს თანამშრომელთათვის ცენტრის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა, პერიოდული სამედიცინო აქციების ფარგლებში მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების კეთილდღეობის მიზნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობები.

შეგახსენებთ, რომ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი პირველად 2019 წლის 29 იანვარს გაფორმდა.

ცენტრს მსგავსი თანამშრომლობა უკვე აკავშირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან.

დაგვიმეგობრდით

trance