როგორ უნდა იცხოვრონ ფილტვის დაავადების და ასთმის მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ეპოქაში

როგორ უნდა იცხოვრონ ფილტვის დაავადების და ასთმის მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ეპოქაში

უცვლელად გთავაზობთ "პრაიმტაიმის" ინტერვიუს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძესთან.

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. რისკის ქვეშ არის ნებისმიერი ადამიანი, თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილე ფილტვის და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს მართებთ, რადგან ინფექცია ყველაზე მეტად სწორედ მას აზიანებს.

 

"პრაიმტაიმი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძეს ესაუბრა.

 

– კაცობრიობა მუდმივ წინააღმდეგობაშია მიკროორგანიზმებთან. ახალ ათასწლეულებში ადამიანთა მოდგმა ისეთ ვირუსებს შეეფეთა, რაზეც კაცობრიობამ არაფერი არ იცოდა. "შავი ჭირის“ და ტიფის ნაცვლად სხვადასხვა ტიპის ვირუსები მოვიდა. გარემო პირობების ცვლილებები, კლიმატის ცვლილება და სხვა ფაქტორები ახდენს ვირუსების პროვოცირებას.

 

გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა მიაღწევს 10 მილიარდს, ეს კი ნიშნავს, რომ მიგრაციის და ურბანიზაციის პროცესები აჩქარდება.

 

კოვიდ 19 ისტორიაში შევიდა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაკლოვანებები.

 

ახალი ვირუსები მომავალშიც გამოჩნდება და კაცობრიობა ისწავლის როგორ აღუდგეს წინ ამ გამოწვევას. მთავარია წინ ვუსწრებდეთ მიკრობებს და არ მივყვებოდეთ უკან.

 

ფილტვის დაავადებები მთელ მსოფლიოში ასეულობით მილიონ ადამიანს აზიანებს. ბოლო მონაცემებით, დაავადების გლობალური ტვირთი ასეთი იყო: 3.2 მილიონი გარდაიცვალა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ხოლო 500 ათასი ადამიანი ასთმისგან გამოწვეული გართულებებით. ეს ძალიან დიდი რიცხვია.

 

– რა არის კოვიდ 19 და რა გავლენას ახდენს ფილტვებზე?

 

– კოვიდ 19 აბსოლიტურად ახალი დაავადებაა ჩვენთვის, მას აქვს თვისება იმოქმედოს გარკვეული ტიპის ქსოვილებზე და უჯრედებზე. მისი სამიზნეა ფილტვის ქსოვილი, ადრე ასეთ ვირუსს არ ვიცნობდით და არ გვენახა.

 

– როგორ უნდა მოიქცეს ფილტვის ან ასთმის დაავადებების მქონე პაციენტები კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში?

 

– ასეთი პაციენტების დასნებოვნების შემთხვევაში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომ პრევენციის მიზნით, ვურჩევ ასთმის მქონე პაციენტებს საბაზისო თერაპიის სისტემურ მიღებას. რაც დანიშნული აქვთ ექიმის მიერ. რეკომენდირებულია თავი ავარიდოთ ნებულაიზერით ინჰალაციას.

 

რაც შეეხება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებულად მოქმედებს მტკიცე რეკომენდაციები, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. თუ აქამდე ვამბობდით "დარჩისახლში“, ნელნელა იხსნება შეზღუდვები და ყველაზე მისაღები დევიზი იქნება "იყავით ფრთხილად“.

 

– როგორ განვასხვავოთ ფქოდ-ის ტიპის გამწვავება კოვიდის სიმპტომებისგან?

 

– საერთო სიმპტომებია, ხველება, ცხელება, ქოშინი, სხვაობაა ტემპერატურაში. უნდა იცოდეს პაციენტმა მისი ნორმა. დააკვირდეს ცვლილებებს, ხველას, ქოშინის დონეს და აშ. თუ ფქოდ-ის მქონე მწეველ პაციენტს დაემართა კოვიდ 19, 1.4 -ჯერ ხშირია მძიმე სიმპტომები ვიდრე კოვიდ 19-ის არარსებობის შემთხვევაში. 2.4-ჯერ იზრდება ჰისპიტალიზაციის ალბათობა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ამიტომ პერსონალიზებული მკურნალობა სჭირდება. გამოჯანმრთელება მძიმედ მიდის, ვინც გამოდის ამ მდგომარეობიდან აუცილებელია გაიაროს ფიტლვების რეაბილტაციის პროგრამა.

 

კოვიდ 19 უკვალოდ არ ჩაივლის. კვლევებმა დაადასტურა, ასეთი პაციენტები რჩებიან სუნთქვის უკმარისობით,  რომლის ქრონიზირება ხდება, ფიქსირდება ცვლილებები ფილტვის ქსოვილში, შესაბამისად რჩება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა და ეს ამძიმებს ქრონიკულ დაავადებას. სუნთქვითი ვარჯიშები და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია.

 

– სიგარეტის მწეველ პაციენტებში როგორ მიმდინარეობს კოვიდ 19?

– ჩინელების და ევროპელი მეცნიერების კვლევის შედეგი ასეთია, ართულებს მდგომარეობას.

ბევრ პაციენტში უსიმპტომოდ მიმდინარეობს კორონავირუსი, შემდეგ ვინც გაიკეთა გამოკვლევა, ფილტვის ქსოვილში ცვლილებები დაფიქსირდა.

იმ ადამიანებმა ვისაც დაეწყება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ნახველი და მალე დაღლა, რეკომენდირებულია გამოკვლევა ჩაიტარონ.

ძალიან მარტივია, თითზე პულსოქსიმეტრის დამაგრებით განისაზღვროს ჟანგბადის დონე სისხლში და თუ ცვლილება დაფიქსირდა, ამის შემდეგ მიმართონ სისტემურ გამოკვლევას.

მართალია მიმდინარე პანდემია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და თუ ჩვენ გადავწვეტთ ამ ამოცანას, შემდეგში გვეცოდინება როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ, როდესაც სიტუაცია დაკავშირებული იქნება რესპირაციულ დაავადებებთან. მაგრამ თუ ეს დაავადებები არ იქნება რესპირატორული სისტემის დამაზიანებელი და მის ნაცვლად ორგანიზმის სხვა სისტემას დააზიანებს, მაშინ ჩვენ მოგვიხდება ვისწავლოთ თავიდან.

საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს თავისი სუსტი ადგილები მომავალი გამოწვევების წინაშე. ჩვენ გვქონდა სუსტი წერტილები პანდემიის დროს, ახლა ვიცით მათ შესახებ. გვქონდა ფინანსური სისუსტეები – მათ შესახებაც შევიტყეთ.

 

ბიომრავალფეროვნების დარღვევა იწვევს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელსაყრელია ვირუსებისთვის და განსაკუთრებით საზიანოა რესპრიაციული სისტემისთვის.

 

ახლა ჩვენ უნდა ვშფოთავდეთ გენეტიკურ მოდიფიკაციებზე, როგორც სისუსტის ერთ-ერთ წყაროზე და ამიტომ ადამიანებმა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება.

ბმული: shorturl.at/elzMS


დაგვიმეგობრდით

trance