პროფესიული დღე და წლის საუკეთესო ექთნები

პროფესიული დღე და წლის საუკეთესო ექთნები

პაციენტის სამედიცინო მომსახურებით ხარისხით კმაყოფილების კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში საექთნო სამსახურს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ბუნებრივია, ეს ხელდახელ შერჩეული კონტიგენტის და იმ რუტინული შრომის შედეგია, რომელსაც ჩვენი საექთნო სამსახური (მთავარი ექთნის - ქეთევან გარსევანიშვილის ხელმძღვანელობით) ყოველდღიურად ეწევა.

"მათ ძალიან უყვართ თავისი პროფესია და ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს" - აღნიშნავენ მომავალი კოლეგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, Northwest University-ს სტუდენტები, რომლებიც ყოველწლიურად ერთი კვირის განმავლობაში პროფესიულ პრაქტიკებს ჩვენს საექთნო სამსახურში გადიან.

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა, რომელიც 1974 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) ფლორენს ნაითინგელის (ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმეს, როგორც პროფესიას) დაბადების დღესთან დაკავშირებით შეარჩია.
 

წელს ჩვენი საექთნო სამსახურის პროფესიული დღე პანდემიის გამო მკვეთრად განსხვავებულად, მოკრძალებულად აღვნიშნეთ, მათ კი პირიქით, გაცილებით დიდი შრომა გასწიეს და ამ გარემო პირობებშიც თავი გამოიჩინეს. მიუხედავად პაციენტების სიმრავლისა, ცენტრში არც ერთი ახალი კოროვანირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მათ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.



დაგვიმეგობრდით

trance