ელენე შენგელია თელ ავივში სამედიცინო პრაქტიკების შესახებ

ელენე შენგელია თელ ავივში სამედიცინო პრაქტიკების შესახებ

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგმა, მედიცინის აკად. დოქტორმა ელენე შენგელიამ ისრაელის ქ. თელ ავივში  THE OLGA AND LEV LEVIEV HEART CENTER-ში სამედიცინო პრაქტიკები გაიარა.

პრაქტიკებთან ერთად ტრენინგი Itamar -Medical-ის ოფისში შემდეგ საკითხებზე:
  • ენდოთელის ფუნქციის გამოკვლევის EndoPAT ჩვენებები; თანამედროვე ტექნოლოგია; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
  • ძილის აპნოეს კვლევა WatchPAT; მისი აქტუალობა; ჩვენებები; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
  • აპარატურისა და სახარჯი მასალის დამზადების ტექნოლოგია.
  • აღნიშნული აპარატურის მსოფლიო მოხმარების სტატისტიკა.
როგორც ქ-ნი ელენე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ და ამ მიმართულებით პირველად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ-ებრაულ სამომავლო, სამედიცინო-მეცნიერულ თანამშრომლობას.


 
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქ-ნი ელენე შენგელია მუშაობს ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასებზე (ინოვაციური, უსაფრთხო, არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდი, როგორც დიდი ასევე პატარა არტერიების ენდოთელიუმის ფუნქციის შეფსებისთვის) აპარატ EndoPAT2000-ით, რომელიც ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენთან, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია შესაძლებელი.

ენდოთელიუმის დისფუნქცია ჩართულია მრავალი დაავადების განვითარების პროცესში, ისეთები როგორიცაა: გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება,

ცერებროვასკულური დაავადებები (იშემიური ინსულტი/ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ერექტიული დისფუნქცია, მეტაბოლური სინდრომი, პრე-ეკლამპსია, თირკმლის უკმარისობა, ძილის აპნოე, კლაუდიკაცია, განგრენა და ა. შ.


ტესტი უნდა ჩაუტარდეს პაციენტებს ტკივილით გულის არეში, რომელთაც აღენიშნებათ სუფთა გულის მკვებავი სისხლძარღვები დიაგნოსტირებული კორონარული ანგიოგრაფიით და/ან CT ანგიოგრაფიით. ქალებს ტკივილით გულის არეში, 45 წლის ზემოთ, პაციენტებს ერექტიული დისფუნქციით, პაციენტებს პრე ეკლამპსიითა და/ან ორსულთა ტოქსიკოზით, პაციენტებს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით და ა. შ.

დაგვიმეგობრდით

trance