20 ივნისიდან ონლაინ სასერთიფიკატო კურსი

20 ივნისიდან ონლაინ სასერთიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" დაიწება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიისც ცენტრი აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი".

კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;

  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;

  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.

  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა

  • ადამიანური რესურსების მართვა

  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა

  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • ჯანდაცვის მარკეტინგი

  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;

  • საექთნო საქმე;

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.

  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
    ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.

  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;

  • ქეისების განხილვა;

  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

პროგრამა აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.


კურსი ჩატარდება ონლაინ.

დაწყების თარიღი: 20 ივნისი
დასრულების თარიღი: 5 ივლისი


კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://chapidze.ge/aboutus/269--.html


დაგვიმეგობრდით

trance