პროფ. სერჯიო ჯიანეზინის მადლობა პროფ. ზაზა ლაზარაშვილს, ჩაფიძის გულის ცენტრს და ქართველ ექიმებს

პროფ. სერჯიო ჯიანეზინის მადლობა პროფ. ზაზა ლაზარაშვილს, ჩაფიძის გულის ცენტრს და ქართველ ექიმებს

"მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მე გახლავართ სერჯიო ჯიანეზინი (პროფესორი, ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი,  საერთაშორისო ფონდი vWIN  პრეზიდენტი). მინდა რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო პროფესორ ზაზა ლაზარაშვილს და ძველ მეგობრებს და კოლეგებს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან, იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც მათ გასწიეს  (Food for Veins and Veins for food) პროექტისთვის. საქართველო, დიდი მადლობა იმ ექიმებისთვის, რომლებიც დაუზარებლად იბრძოდნენ COVID-19 ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. ვიმედოვნებ, მომავალ კვირას შემოგვიერთდებით საქართველოდან და ყოველ კვირას გაგვაცნობთ თქვენს სტრატეგიებს და მიდგომებს ამ დაავადების წინააღმდეგ."

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი: "საერთაშორისო ფონდ "vWIN"-ის პროექტი - "Veins for Food, food For Veins" დაკავშირებული არის გაეროს შესაბამის სტრუქტურასთან და გულისხმობს ჰუმანიტარული აქციის განხორციელებას, რათა მოზიდული იქნას ფინანსები სხვადასხვა ქვეყნებში Covid-19 ინფექციისა და კვების დეფიციტით შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად. პროექტში მონაწილეობს 22 საერთაშორისო ექსპერტი და იგი შედგება ორი ნაწილისგან: I. ონლაინ ლექციები, რომელიც იქნება განთავსებული ვებ-გვერდზე II. 12 ვებინარი ვენური და ლიმფური დაავადებების აქტუალური პრობლემების შესახებ, რომელიც კოველ კვირას იქნება ონლაინ რეჟიმში. მაქვს დიდი სურვილი, რომ ჩემმა ქართველმა კოლეგებმა მაქსიმალურად მიიღონ ამ პროექტისგან შესაბამისი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია"

იხილეთ ვიდეო 

დაგვიმეგობრდით

trance