ცენტრში COVID-19 პანდემიის პირობებში კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ ნაშრომი შეიქმნა

ცენტრში COVID-19 პანდემიის პირობებში კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ ნაშრომი შეიქმნა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტების-პროფესორების მიერ COVID-19 პანდემიის პირობებში კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ ნაშრომი შეიქმნა.

 
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - რევაზ ჯორბენაძე: 

"დოკუმენტი მოიცავს და ეყრდნობა "ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების“ ამ ეტაპზე მოწოდებულ რეკომენდაციებს. მისი მთავარი პრიორიტეტებია: სამედიცინო პერსონალის დაცვა COVID-19 ინფექციისგან, პანდემიის პირობებში გულსისხლძარღვთა და პულმონოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და რეაბილიტაციის გაუმჯობესება, ასევე დაწესებულების მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში COVID-19-ით დაავადებულებისთვის სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად (დიაგნოსტიკა, ინტერვენცია, ქირურგიული დახმარება და სხვ.)

ჩვენ პანდემიის დაწყებიდან ვმუშაობთ ზემოთაღნიშნული პროტოკოლების მიხედვით და იმედი გვაქვს მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება ჩვენს კოლეგებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მზად ვართ გავითვალისწინოთ რჩევები და შენიშვნები“


ნაშრომზე მუშაობდა ავტორთა ჯგუფი:

რევაზ ჯორბენაძე - აღმასრულებელი დირექტორი
ოთარ ჩოკოშვილი - ეპიდემიოლოგი
ალექსანდრე ალადაშვილი - ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თამაზ მაღლაკელიძე - პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დავით იოსელიანი - საკონსულტაციო პოლიკლინიკის დირექტორი
ივანე ხოჭოლავა - გადაუდებელი დახმარების დეპრატამენტის ხელმძღვანელი
ეკატერინე საყვარელიძე - საკონსულტაციო პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე, კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი
ლელა კოპალეიშვილი - დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სოფიო უნგიაძე - კარდიოლგოიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კახაბერ ეცადაშვილი - რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მიხეილ წვერავა - შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლევან რევაზიშვილი - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის კარდიოლოგი
ვლადიმერ გურუშიძე - პოსტოპერაციული რეანიმაციის ხელმძღვანელი
თეონა გორგაძე - ხარისხის მართვის დეპარტამეტნის ხელმძღვანელი
ქეთევან გარსევანიშვილი - მთავარი ექთანი
მარიკა აღდგომელაშვილი - რეგისტრატურის ხელმძღვანელი


წიგნის ელექტრონული ვერსია [469,1 Kb]  

დაგვიმეგობრდით

trance