რა არის და როდის გვჭირდება ექოკარდიოგრაფია

რა არის და როდის გვჭირდება ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს კარდიოვასკულური დაავადების მქონე პაციენტის დიაგნოსტირებასა და კლინიკურ მართვაში. ასევე გამოიყენება დინამიკაში, როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.


მისი საშუალებით ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. წარმოადგენს რუტინული კვლევის მეთოდს - არის არაინვაზიური, არ გააჩნია რისკ-ფაქტორები და გვერდითი მოვლენები.  

გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:


ექოკარდიოგრაფიული კვლევის მეთოდები (როგორც 2D და 3D, ასევე Doppler ექოკარდიოგარფიული)  საშუალებას იძლევა დეტალურად და ზუსტად მოხდეს გულის ანატომიური და ფიზილოგიური შეფასება, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკის მიზნითაც.
  • გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებზე ეჭვის მიტანა;
  • გულის იშემიური დაავადება - სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი; 
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგების შეფასება;
  • გულის გარსების დაავადებები - კარდიომიოპათიები, პერიკარდიტები,
  • გულის აუსკულტაციური მონაცემების ცვლილებები;
  • ეკგ ცვლილებები;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა
  • აორტის ანევრიზმაზე და განშრევებაზე ეჭვის მიტანა;
ფოტოზე: აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი - გერმანე ლომთათიძე

დაგვიმეგობრდით

trance