საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში შაბათს, 11 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები)

ბენეფიციარების მიღება დაიწყება 10:00 საათიდან.

მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

დაგვიმეგობრდით

trance