ცენტრის კარდიოლოგებმა კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი გაიარეს

ცენტრის კარდიოლოგებმა კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი გაიარეს

2020 წლის 19 ივნისს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგებმა, კლინიკური მენეჯერების გადამზადების სასერტიფიკატო კურსი "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" წარმატებით გაიარეს.

შეგახსენებთ, რომ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსზე განხილული იყო საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.
კურსის ხელმძღვანელი:

თენგიზ ვერულავა 


მედიცინის დოქტორი, პროფესორი,

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დაგვიმეგობრდით

trance