ბრადიკარდია - სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბრადიკარდია - სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სიმპტომატიკა
მიზეზისა და მიმდინარეობის სირთულის კვალობაზე ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია. ზომიერი ბრადიკარდია შესაძლოა მხოლოდ გულის რიტმის შემცირებით გამოვლინდეს, ხოლო რთულ შემთხვევებში, როცა გულისცემის სიხშირე 40 და უფრო ნაკლებია, გვხვდება ისეთი სიმპტომების კომბინაციები, როგორიც არის ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, ადვილად დაღლა, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა, ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.

დიაგნოსტიკა: 
ბრადიკარდიის დიაგნოსტირება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ბრადიკარდია მუდმივი ხასიათის. მუდმივი ხასიათის ბრადიკარდიების დროს მისი დიაგნოსტირება შესაძლოა: სხივის არტერიაზე პულსის დათვლით, ელექტროკარდიოგრამის საშუალებით, ხოლო შექცევადი ბრადიკარდიის დროს: 24 და 48 საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი, მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია, ელექტროფიზიოლოგიური კვლევა (ბრადიკარდიის გენეზის დასადგენად).


მკურნალობა: 
ბრადიარითმიის მკურნალობა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ის არღვევს ჰემოდინამიკას, ანუ იწვევს იმ ჩივილებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. მიზეზის გათვალისწინებით, შესაძლოა დაინიშნოს სხვადასხვა პრეპარატები. გონების დაკარგვის ეპიზოდების, 40-ზე ნაკლები გულისცემის დროს კი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის აუცილებლობის საკითხი დაისმის. თანამედროვე ტიპის კარდიოსტიმულატორები გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, გამოყენების სიმარტივით, გამოყენების ხანგრძლივი ვადით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დროული იმპლანტაცია მკვეთრი ბრადიკარდიით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

კარდიოსტიმულატორი ხელსაწყოა, რომელსაც ელექტრული იმპულსების საშუალებით გულის რიტმის შეცვლა შეუძლია. იგი შედგება იმპულსის გენერატორისა და ელექტროდებისგან. კარდიოსტიმულატორი საჭიროების მიხედვით ირთვება გულის რიტმის შემცირების დროს. კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია ხდება ადგილობრივი ანესთეზიით.



აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარიდოლოგიის ცენტრის ექიმი-რითმოლოგი - ნიკა ქურიძე

დაგვიმეგობრდით

trance