მიხეილ წვერავა შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტად აირჩიეს

მიხეილ წვერავა შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტად აირჩიეს

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებლი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ წვერავა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტად აირჩიეს. კოლეგია ახლახანს ჩამოყალიბდა და შინაგანი მედიცინის (დამოუკიდებლად სუბსპეციალობისა) და ზოგადი პრაქტიკის ექიმებს აერთიანებს. კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ თსსუ-ის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის, თერაპია კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი - კახა ჭელიძე.


კოლეგიის მიზანია, საქართველოში შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, ასევე შინაგანი მედიცინასა და მის სუპსბეციალობებში პროფესიული მზადების პროგრამების შემუშავება და სპეციალისტის კომპეტენციების განსაზღვრა.


ბოლო დროს, პაციენტების ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა პოლიმორბიდული პაციენტების რაოდენობა, რაც მოითხოვს მკურნალი ექიმისგან სხვადასხვა სპეციალობების საკმარისად ღრმა ცოდნას, რაც განსაკუთრებულად აქტუალური ხდება გუნდური მუშაობის პირობებში. ამას გარდა, გამოიკვეთა ახალი ნოზოლოგიები, ხოლო ცოდნა ძველ დაავადებებზე მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაფართოვდა, რაც ასევე მოითხოვს ექიმისაგან მრავალმხვრივ ცოდნას. ამ საკითხების გადაწყვეტა ასევე წარმოადგენს კოლეგიის მიზანს.


კოლეგიის მიერ უკვე მომზადდა შინაგანი მედიცინის სპეციალისტის კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ასახული თუ რა უფლებები და ვალდებულებები აქვს ამ აღნიშნული სპეციალობის ექიმს.


დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ალბათ უახლოეს მომავალში იქნება დამტკიცებული.

დაგვიმეგობრდით

trance