BBC: მითების გამო ქალები გულის დაავადებებს ეწირებიან

BBC: მითების გამო ქალები გულის დაავადებებს ეწირებიან

მაშინ, როდესაც სიკვდილობის მაჩვენებლით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ავტორიტეტული სამაუწყებლო კორპორაცია BBC ინგლისის და უელსის მაგალითზე საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს       "გენდერული მითების და სტერეოტიპების გამო ქალები გულის დაავადებებს ეწირებიან"

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ინგლისსა და უელსში 8000-ზე მეტი ქალი გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. როგორც ჩანს, სამედიცინო საფუძველს მოკლებული ისეთი მითები, როგორიცაა მაგალითად: "გულის დაავადებები მხოლოდ კაცებს ემართებათ", დღემდე აქტუალურია საზოგადოებაში. ამის გამო, ქალების უმრავლესობა კარდიოლოგიურ რისკებს არ იცნობს და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოძიებასაც აგვიანებს. ასევე, როგორც წესი, უფრო გვიან მიმართავენ ვიზიტს. ბრიტანეთის გულის ასოციაციის მოხსენებაში მოხსენებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გულის პრობლემები ახალგაზრდა ასაკის ქალებსაც შეიძლება აღენიშნებოდეთ, რაც ყურადსაღები პრობლემა და ეს ყველა ქალმა კარგად უნდა გაიაზროს.

რა არის გულის შეტევის სიმპტომები?

  • მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები ძალზე მრავალფეროვანია და თითოეული ადამიანისთვის იგი შესაძლოა უნიკალური იყოს. თუმცა ყველაზე უფრო ხშირად აღწერილი სიმპტომებია:

  • ზოგადი ხასიათის ტკივილი ან დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და მალევე არ გადაივლის;

  • მკერდში შესაძლოა გრძნობდე ზეწოლას ან მოჭერას;

  • ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს მარცხენა ან სულაც ორივე ხელში, ყელის მიდამოში, ქვედა ყბაში ან მუცელში;

  • შესაძლოა თავს გრძნობდე სუსტად, გქონდეს ოფლიანობა და განცდა, რომ გული მიგდის. შეიძლება გიჭირდეს სუნთქვა.

თუ მსგავსი ნიშნები გაქვსარ გადადოსასწრაფოდ გამოიძახე 112.


წყარო: ​BBC​​​

დაგვიმეგობრდით