მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის ცენტრში 2 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის ცენტრში 2 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა

 

ახალი კორონავირუსის (СOVID-19) პანდემია რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა როგორც მსოფლიო ჯანდაცვისათვის, ასევე გლობალური ეკონომიკისთვის.

 

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“  2020 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 2.4 მილიონი ლარის ოდენობით რეინვესტირება განახორციელა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის, რისთვისაც შეირჩა ევროპული და ამერიკული, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი, კომპანიები. (სიმენსი, შილერი, დრეგერი, როში და სხვა).

 

ამბულატორიული დეპარტამენტის ბაზაზე შეიქნმა ახალი სტრუქტურული ერთეული - "პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკა“.

 

აღნიშნულმა ღონისძიებებმა ცენტრს მისცა საშუალება დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ევროპული ხარისხის მეთოდების გამოყენების, რაც ქართველ პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრების მაგივრად, ადგილზე მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში.

 

 

 

პოლიპროფილურ საკონსულტაციო კლინიკის დირექტორად დაინიშნა, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმი - ბატონი დავით იოსელიანი. მასთან ერთად, საკონსულტაციო ცენტრში პაციენტების ჯანმრთელობაზე იზრუნებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი:

 
  • ეკატერინე საყვარელიძე - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • პავლე მაჭავარიანი - კარდიოლოგი, პროფესორი
  • ნინო ჟვანია - კარდიოლოგი, პროფესორი
  • ნინო დოლიძე - კარდიოლოგი, პროფესორი
  • თამარ გორგილაძე - კარდიოლოგი
  • თამარ სუხიაშვილი - კარდიოლოგი
  • ლალა კაპანაძე - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • მანანა შევარდნაძე - კარდიოლოგი
  • მედეა ამაშუკელი - ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • თეა ლობჟანიძე - რევმატოლოგი
  • კახაბერ ახვლედიანი - ნევროლოგი
  • დავით ბათიაშვილი - ნევროლოგი
  • ირინა მენაღარიშვილი - ნევროლოგი
  • ლელა ჭანკვეტაძე - გასტროენტეროლოგი
  • გიორგი ფარქოსაძე - ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი
  

ამასთან, პოლიპროფილურ საკონსულტაციო კლინიკასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ ცენტრის წამყვანი სპეციალისტები:

 

 

 
  • ალექსანდრე ალადაშვილი - კარდიოლოგი, პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ზვიად ბახუტაშვილი - კარდიოქირურგი, პროფესორი, ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • თამაზ მაღლაკელიძე - პულმონოლოგი, პროფესორი, პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • მიხეილ წვერავა - პროფესორი, შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტი, ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ვახტანგ ჭუმბურიძე - კარდიოლოგი, პროფესორი, ცენტრის თერაპიის და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • კახაბერ ეცადაშილი - კარდიოლოგი, რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ივანე ხოჭოლავა - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • სოფიო უნგიაძე - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ლელა კოპალეიშვილი - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ცენტრის დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  

პოლიპროფილურ საკონსულტაციო კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო დღის სტაციონარმა. სერვისის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პაციენტი დღის სტაციონარში მკურნალობის დროს იღებს სწრაფ, ინტენსიურ, შედეგზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურებას ისე, რომ არ უწევს ცენტრში ღამით დარჩენა.

  

პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკა სრული დატვირთვით იმუშავებს:

  

ორშაბათი-პარასკევი: 09:30-17:30

 

შაბათი: 09:30-15:00

  

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცენტრში განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,
რაც მაღალკავლიფიცურ კადრებთან ერთად უზრუნველყოფს თანამდეროვე, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.

იხილეთ განახლებული სამედიცინო აპარატურის სია:

  • კომპიუტერული ტომოგრაფი 384 შრიანი Siemens Somatom Definition Edge
  • 2 ულტრაბგერითი სკანერი Siemens Acuson SC2000
  • ულტრაბგერითი სკანერი Siemens NX3 Elite
  • ულტრაბგერითი აპარატი Siemens Juniper
  • ულტრაბგერითი სკანერი Siemens Acuson P500
  • უახლესი ერგო-სპირომეტრიის სისტემა Schiller Cardiovit CS-200 (ერთადერთი ამიერკავკასიაში)
  • დაწოლილი ველოერგომეტრი დატვირთვით ეკგ და ექოკარდიოგრაფიისთვის Schiller
  • ბიოქიმიური აპარატი, სრული ავტომატი Roche ISE - XL-640


  • 10 ხელოვნური სუნთქვის აპარატი Draeger
  • 50  ელექტრო საწოლი  Enterprise 5000X
  • კონტრასტ-მედიის ინჟექტორი Medrad




  • ეკგ ჰოლტერის სისტემა, Schiller Medolog Darwin2 Scanlab

  • არტერიული წნევის ჰოლტერი BTL-08 ABPM


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადადუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკის და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სერვისებზე სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ყოველდღიურად, ცენტრის ვებ-გვერდის და Facebook გვერდის საშუალებით.



  

დაგვიმეგობრდით

trance