რა არის სტრეს-ექოკარდიოგრაფია

რა არის სტრეს-ექოკარდიოგრაფია

გამოკვლევა წარმოადგენს დატვირთვის ტესტს, სპეციალურ (ჰორიზონტალურ) ველოერგომეტრზე, რომლის დროსაც უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება ეკგ, არტერიული წნევა, მიმდინარეობს ექოკარდიოგრაფია

იხილეთ ვიდეო


მიზნები და ჩვენებები:

  • დატვირთვის მიმართ ამტანობის და ფიზიკური შრომისუნარიანობის განსაზღვრა

  • დატვირთვის მიმართ ამტანობის დაქვეითების მიზეზების დადგენა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება (*გიდ, *გუ – ის ადრეული სტადიების დიაგნოსტიკა)
  • გულ-ფილტვის სისტემის მდგომარეობის ობიექტური შეფასება დიდი მოცულობის ოპერაციების წინ (მათ შორის გულზე და ფილტვებზე ჩარევისას). გამოიყენება ყველა ასაკის პაციენტებში. 
  • რისკის შეფასება არაკარდიული ქირურგიული ჩარევების წინ
  • რისკის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის, კორონარული ინტერვენციის და კორონარული შუნტირების შემდგომ პერიოდში.
  • გაურკვეველი გენეზის ქოშინის შესაფასებლად.
  • გულისა და ფილტვის გადანერგვის კანდიდატების წინასაოპერაციო შეფასება
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  • რეაბილიტაციის პროგრამების შერჩევა;
  • პროგნოზის შეფასება სხვადასხვა პათოლოგიების დროს
  • მიოკარდის ფუნქციის შეფასება ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადის დროს

სტრეს-ექოკარდიოგრაფია შესაძლებელია ჩატარებულ იქნას როგორც გულმოდგინედ კონსტრუირებული მკურნალობის ნაწილი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტი გაივლის მაღალი რისკის ნიშნების სრულ სკრინინგსა და სხვა ჰოსპიტალურ გამოკვლევებს, შეფასდება ექიმი–სპეციალისტის მიერ და მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას ტესტის ჩატარებაზე


პაციენტების სწორი შერჩევა, ჩვენებებისა და უკუჩვენებების გულმოდგინე გათვალისწინება უზრუნველყოფს ძალიან მაღალი ხარისხის უსაფრთხოებას


პაციენტის მომზადება ტესტირებისათვის:


• პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს საკვების, ალკოჰოლის, კოფეინის მიღებისაგან, თამბაქოს მოწევისაგან 3 საათი ტესტირების ჩატარებამდე, თუმცა ტესტირების ჩატარება სასურველია მსუბუქი საუზმის შემდეგ და არა უზმოზე;

• გამოკვლევის დღეს უნდა იყოს დასვენებული, თავიდან აიცილოს ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში;

• უნდა ჩაიცვას მოხერხებულად, რათა ხელი არ შეეშალოს თავისუფლად მოძრაობაში;

• პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ დატვირთვა შესაძლოა იქნეს ძალიან დამღლელი;

• პაციენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს ტესტირების ჩატარების მიზნისა და შესაძლო შედეგების შესახებ;

• პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ტესტის შედეგების შესაბამისად, შესაძლოა მკურნალმა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება, აქტივობის რეჟიმში, ან მედიკამენტურ თერაპიაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

• პაციენტს უნდა ეცნობოს ტესტირების ჩატარების პრინციპებზე შესაძლო რისკზე და გართულებებზე, მიუხედავად იმისა, რომ დატვირთვის ტესტი უსაფრთხო პროცედურაა



დაგვიმეგობრდით

trance