გულიკო ჩაფიძე - 90

გულიკო ჩაფიძე - 90

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე 90 წლის გახდა.
კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი უმაღლესი კატეგორიის მედალი, ჯილდო და სიგელი (არა მხოლოდ საქართველოში).

გულიკო ჩაფიძე 1930 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისში დაიბადა. 


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1955 წელს.

1954–1958წწ. იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი;
1958–1961წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი;
1962-1963წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1963-1975წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1962-1964წწ. კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი;
1965-1994წწ. თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი;
1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი;
1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 

1994-2014წწ. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი;
2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.

ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია.
8 საკანდიდატო, 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი; საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება".

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ყველა თანამშრომლის სახელით ვულოცავთ ქ-ონ გულიკოს 90 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას.


დაგვიმეგობრდით