მინდა დავწერო ჩემ ძვირფას და საუკეთესო

მინდა დავწერო ჩემ ძვირფას და საუკეთესო "ჩაფიძის გულის ცენტრზე"

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მრავალპროფილური საკონსულტაციო კლინიკის ექთანი ეკა კარანაძე სოციალურ ქსელში ცენტრის და მისი თანამშრომლების მიმართ ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დიდი სიყვარულითა და მოფერებით მინდა დავწერო ჩემთვის ძვირფას, საუკეთესო კლინიკაზე "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრზე"

მე ყოველთვის ვამაყობ ჩვენი კლინიკით და ვთვლი, რომ  არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო ცენტირი. ძლიერი ადმინისტრაცია, საუკეთესო ექიმები, ექთნები. ბატონო ავთო, ბატონო რეზო, ბატონო ზაზა, ბატონო ოთარ, უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისათვის, გვერდში დგომისათვის, სიყვარულისათვის, ზრუნვისათვის!. რაც თქვენ  ჩემთვის გააკეთეთ შეუფასებელია. 

არავინ გვერდში არ მყავდა, მაგრამ, მე მარტოობა არ მიგრძვნია. თქვენი დახმარებით მე ვიბრძოლე ჯანმრთელობისათვის. მინდა თითოეულს მადლობა გადაგიხადოთ. 

დიდი მადლობა ქალბატონო თეონა (გორგაძე). არ დავივიწყებ პირველი საათიდან თქვენს ზრუნვას, ზარებს, მოფერებას, სიყვარულს, დახმარებას. როგორ მიყვარხარ. უფალმა დაგლოცოს.

დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან გარსევანიშვილს გვერდში დგომისათვის, სიყვარულისათვის.
მინდა მოვეფერო ლელა ჭანკვეტაძეს. ჩემს ექიმს, ანგელოზს, ჩემს იმედს, მეგობარს, დიდი მადლობა. მიყვარხარ! ძლიერი ხარ, ჩემი ხარ.
დიდი მადლობა მარიკა აღდგომელაშვილს ჩემზე მზრუველობისათვის.
დიდი მადლობა დიდი სიყვარულისათვის, გვერდში დგომისათვის თამუნა შენგელიას, ელენე შენგელიას. მიყვარხართ.
დიდი მადლობა ჩემს ექიმებს: სოფო უნგიაძეს, ნონა მაისურაძეს, ირინა ფუტკარაძეს, ნაია ამირანაშვილს, თამუნა ალუღლიშვილს, მაკა დოლიშვილს, მარიამ ლომიძეს. მადლობა ნიკა ქურიძეს, ბესო ჯაშიაშვილს, გერა ლომთათიძეს, კახა ეცადაშვილს. თეა კავთიაშვილს, ნია ექიმს, ლელა კოპალეიშვილს, მედეა ექიმს, თამუნა, ეკატერინე საყვარელიძეს! ყველა თქვენგანს დიდი მალობა. მე თქვენი გვერდში დგომა ვიგრძენი, თქვენი ნერვიულობა, თქვენი სიყვარული. დიდი მადლობა ხათუნა მოსიძეს, რომელიც გორში ზრუნავდა ჩემზე. მადლობა. უფალმა დაგლოცოთ. 

არ დავიღლები სულ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ და მადლობები გადაგიხადოთ. დიდი მადლობა კარდიოლოგიოს დეპარტამენტის ექთნებს: ელიკოს, მერის. მადლობა თამუნას, ნინოს, მაიკოს, შორენას, ნათელას, ნინიკოს, თეოს, ჟანას, მაიკოს. მიყვარხართ. მადლობა. დიდი მადლობა ამბულატოოორის გოგონებს სოფოს, თეოს, ანას, ციურის, თეოს, სოფოს, ციალა, ტანიას. მადლობა რიმას, ნათიას სიყვარულისათვის. დიდი მადლობა ზრუნვისათვის და სიყვარულისთვის ნათია მინდორაშვილს და მირიან მინდორაშვილს. უფალი გფარავდეთ. 

მადლობა ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მე ვამაყობ თქვენით! დიდი წარმატება თქვენს საქმიანობას! მიყვარხართ. ვეცდები ჩემი საქმიანობით გავამართლო თქვენი ასეთი დიდი თანადგომა. მიყვარხართ!

მადლობა
ეკა კარანაძე"

დაგვიმეგობრდით

trance