ჩვენ ამ ომში საიმედო ჯარისკაცები გვიცავენ!

ჩვენ ამ ომში საიმედო ჯარისკაცები გვიცავენ!

ჯემარ ჩალაშვილი, 81 წლის:


"ყოველი გაღვიძება და ფეხზე ადგომა პატარა დაბადებაა. მას შემდეგ, რაც დედამიწას პანდემია დაატყდა თავს, ამ სენმა შეცვალა კაცობრიობის ბედ იღბალი. მათ შორის აღმოვჩნდი მეც, ჯემალ ჩალაშვილი 81 წლის ჭარმაგი კაცი, რომელიც ხელმეორედ დავიბადე. სიცოცხლის ძალა და მადლი ხელმეორედ შევიგრძენი. გაგიკვირდებთ ალბათ კოვიდ ინფიცირებული უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სრულიად გამოჯანმრთელებული რომ ვწერ მადლიერების ფრაზებს. მაგრამ სხვანაირად როგორ შეიძლება. "წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე უნდა ამოკვეთოთ, რომ ყველამ დაინახოს.“ ასე გვმოძღვრავს ბრძენი კაცი. სწორედ ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო გ.ჩაფიძის სახელობის კლინიკის ყველა თანამშრომელს.

რომ არა ეს კლინიკა მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო გ.ჩაფიძის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს, ასევე აღმასრულებელ დირექტორს ბატონ რევაზ ჯორბენაძეს და სამედიცინო დირექტორს ბატონ ზაზა ლაზარაშვილს. მათი დამსახურებაა, რომ მე დღეს ფეხზე ვდგავარ და ამ წერილს ვწერ.

ასევე არ შემიძლია ჩემი მხურვალე და გულწრფელი მადლიერება არ გამოვხატო ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგის ბატონ ივანე ხოჭოლავას მიმართ და არ დავაფასო მისი თავდაუზოგავი შრომა. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ და გამოჯანმრთელებული დავბრუნდი სახლში. მადლობას მოვახსენებ ამ განყოფილების საუკეთესო გუნდის ექიმებს: ნიკა ქურიძეს, თემურ პეტრიაშვილს, ლევან რევაზიშვილს. ექთნების მთელ გუნდს ქალბატონ ლუბა ცერცვაძის აქტიურობით, ყველა რომ თავს დამტრიალებდნენ და მივლიდნენ.


ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილს და "კოვიდ 19 ‘’განყოფილების მთლიან გუნდს. ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა კოპალეიშვილს. ექიმებს ნინო და ნესტან ლაშხებს, ნატა ურუშაძეს, ხატია ყაჭიურს, ხატია თვალაძეს, თეო პაპიძეს, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მადლობა ამ განყოფილების უკლებლივ ყველა ექთანთა გუნდს, რადგან ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის.


მადლობა ასევე ექიმებს: თიკა ქავთარაძეს, ანა ქეშიშევას. მეამაყება,რომ საქართველოში არსებობს ასეთი კლინიკა, რომელსაც გ.ჩაფიძის სახელობის კლინიკა ჰქვია. ამ კლინიკაში ნამდვილად მუშაობენ ისეთი პროფესიონალები, სადაც სიცოცხლეს გჩუქნიან. ვიტყვი, რომ მართლაც მეორედ დავიბადე. და ბოლოს: ყველაფერს რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული. ამიტომ მჯერა, რომ ეს ბოროტი ვირუსიც გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან და სამყარო თავისუფლად ამოისუნთქავს. მანამდე კი, ჩვენ ამ ომში საიმედო ჯარისკაცები გვიცავენ. მადლობა მათ ამ გმირობისა და თავგანწირვისთვის!!!


თქვენი ერთგული და მადლიერი პაციენტი

ჯემალ ჩალაშვილი, 14.12.2020

დაგვიმეგობრდით

trance