დიახ, თქვენ ეს შეძელით! ხართ საუკეთესო ექიმები, არაჩვეულებრივი გუნდი

დიახ, თქვენ ეს შეძელით! ხართ საუკეთესო ექიმები, არაჩვეულებრივი გუნდი

#პაციენტისისტორია 
მანჩო მჭედლიძე 20.12.2020

დადგა ნანატრი დღე რომელსაც ასე ველოდებოდი, როგორც მე, ასევე ყველა ის ექიმი ვინც მთელი ოთხი თვის განმავლობაში მგულშემატკივრობდა რომ თავი სრულყოფილ ადამიანად მეგრძნო, დამემარცხებია აუტანელი დაავადება.

დიახ თქვენ ეს შეძელით! ხართ საუკეთესო ექიმები, არაჩვეულებრივი გუნდი, მხოლოდ მადლობა არ არის საკმარისი, მინდა მივულოცო თქვენს ხელებს და მადლობა სათითაოდ გადაგიხადოთ: ბატონი ზაზა ლაზარაშვილი, გიორგი საბაშვილი, გიორგი ჯინჭველაძე, გუგა კენჭაძე, ანესთეზიოლოგი ლაშა თაბაგარი, რეანიმატოლოგი ლადო გურეშიძე, კარდიოლოგი მარი ლომიძე, ძალიან საყვარელი თამარ სუხიაშვილი, ნინო, ნესტანი, დარეჯან ექიმი და ძალიან ძალიან პოზიტიური ნიკა ქურიძე, ასევე ყველა მედდა რომელიც მაძლევდა სტიმულს და განწყობას ყოველდღე რომ მე კარგად გავხდებოდი, მადლობა, მადლობა და მადლობა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ რეზო ჯორბენაძეს რომელიც მთელი გულით გვგულშემატკივრობდა მე და ჩემს გამძლე და მაგარ ექიმს გიორგი საბაშვილს, უფალმა დაგლოცოთ და კიდე უამრავი სიცოცხლე გეხსნათ, მრავალი კმაყოფილი პაციენტი გაგეწეროთ წარმატებით, ალბათ ყველა ვერც გავიხსენე მაგრამ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გისურვებთ უამრავ წარმატებს და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გიხდით მადლობას, რომ მაჩუქეთ სიცოცხლე, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ უზომოდ!!

დაგვიმეგობრდით

trance