ბადრი ბურჯანაძე: მადლობა მკურნალობის სწორად დაგეგმვისა და ინტერვენციული ჩარევის იდეალურად შესრულებისთვის

ბადრი ბურჯანაძე: მადლობა მკურნალობის სწორად დაგეგმვისა და ინტერვენციული ჩარევის იდეალურად შესრულებისთვის

ცნობილი ექიმი, ქირურგი, ბადრი ბურჯანაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ ამჯერად უკვე პაციენტის რანგში - სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამოდენიმე დღის წინ მოვთავსდი აკადჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტში. სათანადო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ჩამიტარდა კორონარული სტენტირება მაღალ პროფესიულ დონეზე. 


უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ჩარევის იდეალურ შემსრულებელს აკადჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფ. ალექსანდრე ალადაშვილს და ჩემს მკურნალ ექიმს - ბონდო მაკარაძეს.


ასევე უღრმეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. ზვიად ბახუტაშვილისა და პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. თამაზ მაღლაკელიძის მიმართ მკურნალობის ტაქტიკის სწორი განსაზღვრისათვის.


ასევე დიდი მადლობა და უღრმესი პატივისცემა კლინიკის ყველა თანამშრომელს უანგარო დახმარებისათვის!"

დაგვიმეგობრდით